მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ალმატის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ არაბულის ხელმძღვანელობით, განახორციელეს სოციალური პროექტი - „როგორ გადავარჩინოთ დედამიწა?“; ბავშვებმა საკუთრი ხელით შექმნეს პლაკატები და იზრუნეს გამწვანენაზეც - დარგეს ნერგები.
„ერთ გაკვეთილზე მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწის დღეს, 22 აპრილს, ყველა ქვეყანა აღნიშნავს. გაიგეს 3R პრინციპის შესახებ. უყურეს ფილმს, შემდეგ კი გამოთქვეს ვარაუდი, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ დედამიწა.
მოსწავლეებმა საკუთარი ვარაუდები წებოვან ფურცლებზე გადაიტანეს და ისინი გამზადებულ პლაკატზე განათავსეს - „როგორ გადავარჩინოთ დედამიწა?“; მეორე გაკვეთილზე, მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, გამოჭრეს და გააფერადეს წინასწარ გამზადებული დედამიწის ნაწილები, რომლებიც შემდგომ ლურჯ ბურთზე დააკრეს და შექმნეს დედამიწის მოდელი. მათ ასევე შეღებეს პლასტმასის ბოთლისგან პედაგოგის მიერ დამზადებული ყვავილის ქოთნები, რომლებშიც ჩარგეს ყვავილები. მუშაობაში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ამ გაკვეთილებმა მათ განუვითარა ჯგუფში მუშაობის, შემოქმედებითი უნარი, გაზარდა მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. ასეთი აქტივობებით მოსწავლეებმა ნათლად დაინახეს გარემოს დაბინძურების მიზეზები და შედეგები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიების მიზანი იყო კიბოს შესახებ მოსწავლეებისა და საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება