მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოსკოლა „ვარდისუბნის“ პედაგოგმა ხათუნი ასანიძემ, კომიტეტის წევრ მოსწავლეებთან ერთად, სხვა ეკოსკოლებთან თანამშრომლობითი შეხვედრა წარმართა.
შეხვედრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორის სააქტო დარბაზში გაიმართა. მოწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტის ორი საჯარო სკოლის - აფენის საჯარო სკოლის ეკოსკოლის პედაგოგი ეთერი გეწაძე და ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ეკოსკოლის პედაგოგი ლანა ჭანკვეტაძე მოსწავლეებთან ერთად.
ვარდისუბნის სკოლამ შესრულებული აქტივობების, სამომავლო გეგმების ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინა. მოსწავლე გიორგი ცერცვაძემ ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით, დამსწრე საზოგადოებას აჩვენა ანიმაცია წყლის შესახებ, ხოლო ამირან მაჭარაშვილმა პრეზენტაცია ტყის შესახებ წარადგინა.
გარდა ამისა, Vა და Vბ კლასის მოსწავლეებმა მაინკრაფტის პროგრამაში ნამუშევარი „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები“ შეასრულეს, ხოლო ეკოსკოლის ყველაზე პატარა მონაწილე საბა კურტანიძემ სხვებს ციფრული ინსტრუმენტით „ჩემი სოფლის ეზო“ წარუდგინა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილე სკოლებს შორის, Kahoot! ციფრული ინსტრუმენტის გამოყენებით, სახალისო ვიქტორინა გაიმართა.
მოსწავლეებს მდგრადი განვითარების შინაარსის შესახებ 10 კითხვაზე უნდა ეპასუხათ. სამივე სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.
„საქართველოში ეკოსკოლების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ვარდისუბნის საჯარო სკოლა საპილოტედ შეირჩა ამ კონკურში 2021-22 სასწავლო წელს. ეკოსკოლების პროგრამა ემსახურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, მრავალი საინტერესო აქტივობები გვაქვს განხორციელებული, ვუსმენთ ცნობად პიროვნებებს, ვიმაღლებთ ამ მიმართულებით ცონიბერებას და ვერთვები სხვადსხვა კონკურსებსა და ვიღებთ მონაწილეობას კონფერენციებში. და ... ჩვენი სკოლა დაჯილდოვდა... ეკოსკოლების მსოფლიო რუკაზე განათავსეს.
ჩვენი წარმატება სკოლის ხელმძღვანელის ქალბატონ მანანას დამსახურებაა, მისი გვერდში დგომით ვახორციელებთ აქტივობებს, ასევე უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ჯონდო მდივნიშვილს, დაგვიფინანსა ტრანსპორტირების ხარჯები რამოდენიმე აქტივობის შესრულების დროს, ასევე პროექტის ფარგლებში გადმოგვცა სეპარირებული ყუთები ნარჩენების დახარისხებისათვის და შეხვედრაზე სტუმრობისას კვლავ თანადგომა გამოგვიცხადა ნებიესმიერ კარგ წამოწყებას მიესალმება და გვერდში დაგვიდგება. ჩვენ კი იმისათვის რომ დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმები, ეკოლოგიური პროცესები და სასიცოცხლო პირობები რომ შევინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა და ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ დამეგობრებული სკოლები ჩვენს მოსწავლეებთან ერთად“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა
სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...