მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლაში უცხოური ენების სწავლების მიზანია, რომ მოსწავლეს სახელმწიფო ენასთან ერთად სულ მცირე ორ ენაზე კომუნიკაციის უნარი განუვითარდეს.
სკოლამ მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი უცხოური ენა უნდა შესთავაზოს. აქედან პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება I კლასიდან და XII კლასის ჩათვლით გრძელდება, ხოლო მეორე უცხოური ენის სწავლება V კლასიდან იწყება და საშუალო საფეხურის ბოლომდე გრძელდება (V– XII).
როდესაც საუბარია სკოლებში უცხოური ენის სწავლებაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება. რაც შეეხება მეორე, ასარჩევ ენას, სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეებს მეორე უცხოურ ენად ნებისმიერი სხვა ენა შესთავაზოს, ეს კი უნდა განისაზღვროს სასკოლო სასწავლო გეგმით.
როგორც აღვნიშნეთ, მეორე უცხოური ენის სწავლება V კლასიდან იწყება, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც მეორე ენის სწავლება დაშვებულია მე-3 კლასიდან, ნაცვლად მე-5 კლასისა. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, მეორე უცხოური ენის სწავლება ნებისმიერი კლასიდან შეიძლება.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საჯარო სკოლა უფლებამოსილია, სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს მესამე კლასიდან.
უცხოური ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე და კერძო სკოლები კი უფლებამოსილები არიან მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყონ ნებისმიერი კლასიდან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა