სიახლეები
სკოლები

ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
27-04-2022
-
+


ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

სკოლაში ამჯერად, დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჩატარდა.

აქტივობების ფარგლებში სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა დედაენას სიმღერები, ლექსები და შემოქმედებითი აქტივობები მიუძღვნეს. ასევე, დაამზადეს სპეციალური პლაკატები და შექმნეს ნამუშევრები.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - მინისტრის ბრძანება ძალაშია

დამტკიცდა მასწავლებლობის უფლების აღიარების წესი  - ვის ეხება ბრძანება 

აუდიო და ვიზუალური კონტროლი მასწავლებელთა გამოცდაზე

მაგისტრანტებმა უმაღლესში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია naec-ს უნდა მიაწოდონ - განაცხადის ვადები და დოკუმენტები

სწავლა 20-ზე მეტ საჯარო სკოლაში შეწყდა - როდის ანაზღაურდება გაცდენილი დღე და რა განმარტებებს აკეთებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი

პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები

სკოლის დირექტორმა - ჯულიეტა შირინიანმა ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა სწავლის დაწყება

სკოლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად სტუმრობენ

„ღირსეულ მოქალაქეებად ადამიანები სკოლაში ყალიბდებიან, მისაბაძია, როცა სამშობლოს სიყვარულს  პირველივე ნაბიჯებიდან ეზიარებიან“, - აღნიშნავს პედაგოგი

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლა

პრეზენტაციამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა 
საინტერესო

დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება