სიახლეები
სკოლები

საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებაში ქცევის წესები ისწავლეს
27-04-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, დედამიწის დღე სკოლის მოსწავლეებმა ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომელთან, ნინო ავეტისიანთან ერთად აღნიშნეს.

„სანამ რეინჯერებთან ერთად საველე გასვლებს უშუალოდ დაცულ ტერიტორიაზე დაგეგმავენ, ბავშვებმა ლაშქრობის და ბუნებაში ქცევის წესები სკოლაშივე ისწავლეს. მათ უკვე იციან, წესები, რომლებიც უნდა დაიცვან ტყეში გადაადგილებისას იმისათვის რომ დაიცვან საკუთარი და ერთმანეთის უსაფრთხოება, დაიცვან გარემო და გაითავისონ მათი როლი გარემოსდაცვით გამოწვევებთან ბრძოლაში. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ასევე ენახათ იმ აღჭურვილობის ძირითადი ნაწილი, რაც შემდგომში საველე გასვლებისთვის გამოადგებათ. ინფორმაცია ძალიან სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა, ყურადღებით და განცვიფრებით ისმენდნენ მოსწავლეები და სამომავლოდ ლაშქრობაც დაგეგმეს.

საყუნეთის საჯარო სკოლის დირექცია/ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომელს, ამავდროულად საყუნეთის საჯარო სკოლის ისტი-ის პედაგოგს, ნინო ავეტისიანს ამ აღჭურვილობის სანახაობისთვის და საინტერესო ინფორმაციისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს ფერადი, ჯადოსნური სიტყვების პოსტერი

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება