წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გარემოს სისუფთავეზე იზრუნეს
27-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან. სკოლაში ამჯერად, დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის - „სპექტრის“ მხარდაჭერით სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე რეციკლირებადი პლასტიკის, კერძოდ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ნარჩენები შეაგროვეს. განათავსეს ცალკე განკუთვნილ სანაგვე ურნაში. შეგროვილი მასალის გადამუშავებას თავად განახორციელებენ „სპექტრის“ სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრში.
ასევე, დედამიწის დღის აღნიშვნის კვირეული გრძელდება, რომელიც სკოლის ეკოკლუბ „ნიამორის“ (ეკოკლუბის კურატორი ნატალია მანდარია) წევრების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აისახება.
„დედამიწა ჩვენი გულია, რომელიც ფეთქავს ტკივილამდე, როცა მას აბრაზებენ, ხოლო ფეთქავს სიხარულით, როცა ეფერებიან. დედამიწის დღე სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და პედკოლექტივისთვის ყველა დღეა. მათ გათავისებული აქვთ მუდმივი მოფერება და მოვლა დედამიწის მიმართ.თითოეული მათგანის მოკრძალებული ყოველწამიერად შეტანილი წვლილი კი გროვდება, დედამიწა მის კეთილ გულში იმახსოვრებს და გვიბრუნებს ასმაგად ჩვენდა საკეთილდღეოდ. ჩვენ ვეფერებით დედამიწას ყოველ წამს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.