სიახლეები
სიახლეები

ტერმინების მორიგი სია, რომელთა ცოდნაც გამოცდაზე გამსვლელ მასწავლებლებს დაეხმარება
09-05-2022
-
+


„ციფრული მედეგობის“ მთავარი მიზანი ციფრულ მედიასივრცეში აქტიური პირების კომპეტენციებითა და ცოდნით აღჭურვაა.

ციფრული მოქალაქეობის კონტექსტში სასკოლო განათლება უდიდეს როლს ასრულებს. ციფრული კომპეტენციების გამომუშავება მხოლოდ კვალიფიციური მასწავლებლების მიერ მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს „ციფრული მედეგობაში“ შემავალი საკითხებისა და მასთან დაკავშირებული ტერმინების ცოდნა მოეთხოვებათ:

გაეცანით ტერმინებს, რომლებიც ციფრული მოქალაქეობის მიმართულებით მეტ ინფორმაციას მოგცემთ:

Instagram სთორი - Instagram-ზე არსებული ‘ამბების’(Stories) სექცია, რომელშიც ფოტო-ვიდეო-გრაფიკული მასალის ატვირთვა ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია. ატვირთული მასალა 24 საათში ავტომატურად იშლება და მხოლოდ ანგარიშის მფლობელისთვისაა ხელმისაწვდომი

ბექგრაუნდ-კვლევა - კონტექსტის კვლევა

ბრაუზინგი - ინტერნეტში ძიების პროცესი

გაჯეტი - წვრილი ტექნოლოგიური მოწყობილობა

დივაისი - მსხვილი ტექნოლოგიური მოწყობილობა (გაჯეტისგან განსხვავებით)

ვიკი - ვებგვერდი, რომელზე განთავსებულ მასალაში ცვლილების, კონტრიბუციის, ან შესწორების შეტანა ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია

ვილოგები - ანგარიში სოციალური მედიის პლატფორმაზე, ან ვებგვერდი, რომელზეც რეგულარულად იტვირთება ვიდეომასალა

ვირალური - ინტერნეტში სწრაფად და ფართოდ გავრცელებული ამბავი, ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეომასალა

თეგი - მონიშვნა, იარლიყის მინიჭება

იდენტიტარისტული - ულტრამემარჯვენე და პანევროპული ნაციონალისტური იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც ევროპული ტერიტორიები ექსკლუზიურად ევროპელების, ან ევროპული წარმოშობის ადამიანებს საკუთრებაა

ინტერფეისი - ტექნოლოგიური მოწყობილობის სამომხმარებლო წყობა

იუზერი - მომხმარებელი

კლიკი - დაწკაპება

ლეიაუთი - წყობა

ლეიერები - ფენები

მედია ლანდშაფტი - მედიაგარემო

მისინფორმაცია - არასწორი ინფორმაცია - მცდარი ინფორმაცია

ნეტიკეტი - ინტერნეტში მოქცევის ეტიკეტი

ნიუსფიდი - სიახლეების გვერდი

ოქსიმორონი - წინააღმდეგობრივი ხასიათის გამონათქვამი, ან მოსაზრება

პოდკასტი - აუდიოჩანაწერი, რომელიც ინტერნეტში ცირკულირებს

პრეფერენცია - უპირატესობა, უპირატესობის მინიჭება

რესტრიქტიული - შეზღუდული

სპელინგი - მართლწერა

სქრინშოთი - კომპიუტერის, ან მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოსახული სურათის(ინფორმაციის, ფოტომასალის, ვიდეოკადრის) ფოტო

ტარგეტირება - სამიზნე აუდიტორიის შერჩევა

ფაქტჩექინგი - ფაქტების გადამოწმება

ფიქციური - მოგონილი, შეთხზული

ჩარტი - რეიტინგული სია, ან გრაფიკული ასახული მონაცემები

ციფრული სთორითელინგი - ციფრული თხრობა

ჰაბიტატი - არეალი, საარსებო გარემო

ჰედლაინი - სათაური

ჰეშთეგი - #-სიმბოლოთი აღნიშნული სიტყვები/ფრაზები, რომლებიც სოციალური მედიის ვებგვერდებსა და აპლიკაციებში კონკრეტულ საკითხზე არსებული პოსტების იდენტიფიცირებისათვის და თავმოყრისათვის გამოიყენება.


იხილეთ ასევე: გრუმინგი, ლიურინგი, ფლეიმინგი, დიფამაცია - ყველაზე საყურადღებო და საფრთხისშემცველი 30 ცნების განმარტება კიბერცნობიერების ლექსიკონიდან


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება