TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„ყველას ვურჩევ გამონახოს დრო და საშუალება, რათა გამოცდებზე ღირსეული შედეგი აჩვენოს“ - წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე-კუჭავა
28-04-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე-კუჭავას დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?

- მიხარია, რომ ახალგაზრდები ბოლო წლებია საგრძნობლად დაინტერესდნენ პედაგოგის პროფესიით. მთავრობის მიერ პედაგოგთა ანაზღაურების ზრდამ და პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციისაკენ მიმართულმა სხვადასხვა კონკურსებმა შედეგი გამოიღო. ბოლო ათი წლის განმავლობაში პედაგოგების მსურველთა ამდენი რაოდენობა არასოდეს დაფიქსირებულა.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?

- განათლების სისტემა ძირითადად დაკომპლექტებულია კვალიფიცირებული კადრებით, თუკი არ ჩავთვლით ზოგიერთ მთიან რეგიონს. მართალია ვერ ვხედავ კადრების დეფიციტს, მაგრამ სკოლას „ახალი სისხლის გადასხმა“ სჭირდება ახალგაზრდების მოზიდვით.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?

- ვფიქრობ, მასწავლებელთა გამოცდები აუცილებელია. მასწავლებელმა უნდა შეძლოს საგნობრივი გამოცდის ჩაბარება და მისი კომპეტენციის დადასტურება. 2010 წელს გამოცდების პირველივე წელს გავედი საგნისა და ზოგადი უნარების გამოცდაზე და წარმატებით დავძლიე ორივე. მასწავლებელი მუდმივად განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამიტომ მივესალმები მასწავლებელთა გამოცდების იმ ფორმატს, რომელიც გვაქვს. დღეს მე მენტორი მასწავლებელი ვარ და ყველას ვურჩევ გამონახონ დრო და საშუალება, რათა ამ გამოცდებზე მათ ღირსეული შედეგი აჩვენონ.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ ?

- დისტანციური სწავლება, როგორც ვიცით, პანდემიის პირობებში სწავლების ალტერნატიული გზა და საშუალებაა, მაგრამ ვფიქრობ, იგი ნაკლებადაა მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული, მთელი რიგი პრობლემების გამო (ვგულისხმობთ მოსწავლეთა ნაწილის ინტერნეტთან და ტექნიკასთან წვდომას, მშობელთა დიდი ნაწილის ემიგრაციაში ყოფნის და შვილების სწავლებისადმი ნაკლებ ყურადღებას, პანდემიას, როგორც ავადმყოფობის რთულ ფორმას და ა.შ.) მიუხედავად სახელმწიფოს, სკოლის დირექციის, პედაგოგების არაერთგზის მცდელობისა ვფიქრობ, ჯერ კიდევ ამ მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დისტანციური სწავლების გარეშე XXI საუკუნეში სწავლა-სწავლების პროცესი უბრალოდ წარმოუდგენელია, მომავლის სკოლა საკლასო სივრცეში სწავლა-სწავლების პროცესში მას, როგორც სწავლების ალტერნატიულ და თანამედროვე ფორმატს ხშირად გამოიყენებს.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- მე, როგორც დირექტორს, ამ პანდემიამ მასწავლა, რომ სკოლა მისი გუნდით ნებისმიერი გამოწვევისათვის მუდმივად მზად უნდა იყოს; დირექტორმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ სკოლა იყოს ის უსაფრთხო ალაგი, სადაც მოსწავლე და პედაგოგი თავს კომფორტულად იგრძნობს, რომ ნებისმიერი პრობლემა დირექციამ სწრაფად მოაგვაროს, რათა სასწავლო პროცესი არ შეწყდეს, რამეთუ ჩვენ მომავალზე, ხვალინდელ დღეზე ვართ პასუხისმგებელი და არ გვეპატიება ერთხელ ბოძებული სიცოცხლის უშინაარსოდ და უინტერესოდ გატარება.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

სიახლეები
საზოგადოება