სიახლეები
სკოლები

„მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
29-04-2022
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“ ფარგლებში, თემაზე - „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა. 

პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენეს ტექნოლოგიები. მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამა Power-point-ში საინტერესო მასალები  (ბუნების სიმეტრია და სივრცული ფიგურები მათემატიკაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში, ფიზიკასა და ქიმიაში, ლიტერატურაში) წარმოადგინეს. მიმართეს პროგრამას - Minecraft Education Edition, სადაც შექმნეს საკუთარი პროექტები საზაფხულო კოტეჯებისა და სიმეტრიული შენობების შესახებ.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა გამოიყენეს პროგრამა - sweet home 3d, სადაც შექმნეს საზაფხულო კოტეჯის 3D მოდელი ელიის მთასა და ხორნაბუჯის ციხეზე, ასევე წარმოადგინეს ფორმატზე შესრულებული კოტეჯის ნახატი.

პროექტს მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ბოსტაშვილი ხელმძღვანელობდა. პროექტში მონაწილეობდნენ:

მე-10 კლასის მოსწავლეები: ნატალი მეხრიშვილი და ლუკა ცისკარაული, გიორგი ვაირადიანი, მილენა კასიანოვი და ნატალი მაზანაშვილი.

7 კლასის მოსწავლეები: სალომე ლაპიაშვილი, ნინი პაპუაშვილი, მარიამ ქადაგიშვილი და სალომე ნატროშვილი, მარიამ ბოსტაშვილი, ანანო ყაჭაშვილი, ქეთევან ზურაშვილი და ანელი ნარუსლიშვილი.

„მოსწავლეებმა საკუთარი პროექტები სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის საშუალებით საინტერესოდ წარმოადგინეს, ისაუბრეს მათემატიკის მნიშვნელობასა და მსოფლიოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ძეგლის შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება