მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელიც პანდემიამ შექმნა საგანმანათლებლო სივრცეში. უფრო კონკრეტულად კი ნინო ლომჯარია ხაზს უსვამს ნიშნის დაწერასთან დაკაშირებულ სირთულებს, თუმცა ონლაინ-სწავლების დადებით მხარეებსაც ასახელებს.
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა პედაგოგებსაც. მათი განცხადებით, მათ, სულ მცირე, ორჯერ მეტი დროისა და ძალისხმევის ჩადება უწევდათ თითოეული გაკვეთილისთვის მოსამზადებლად. ამასთანავე, საგაკვეთილო პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვის გამო მათთვის რთული იყო მოსწავლეების ცოდნის ობიექტურად გაზომვა და შეფასება.
ნიშნის დაწერისა და წლიური შეფასების გამოყვანის პროცესი პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანწილად პრობლემური გახდა, რადგან ფიზიკური და ონლაინ ჟურნალების მონაცემებს შორის მნიშვნელოვანი აცდენები გამოიკვეთა. საბოლოო ჯამში, საერთო გადაწყვეტილებით, შეფასების დაწერისას ფიზიკურ ჟურნალში არსებულ მონაცემებს მიენიჭა პრიორიტეტი. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, კვლევის პროცესში გამოიკვეთა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეჟიმის დადებითი ეფექტი,როგორც ბავშვებთან და მშობლებთან, ისე მასწავლებლებთან მიმართებით. გამოვლენილი შედეგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი საკითხები:
საგაკვეთილო პროცესში ცალკეული ბავშვების უკეთ ჩართვა - მიუხედავად იმისა, რომ კვლევისას პრობლემურად გამოიკვეთა საგაკვეთილო პროცესში არასრულწლოვნების აქტიური მონაწილეობა და ეფექტიანი ჩართულობა, ცალკეულ მოსწავლეებთან მიმართებით, სწავლების დი სტანციური მეთოდების გამოყენე-ბას დადებითი შედეგი მოჰყვა. კერძოდ, დისტანციური სწავლების რეგულაციებმა ხელი შეუწყო ისეთ სოფლებში მცხოვრები ბავშვების მონაწილეობას, რომელთა საცხოვრებელი ადგილიც სკოლისგან მოშორებით მდებარეობდა და ამინდის გაუარესების მიზეზებით ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ სკოლაში მისვლასა და საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას.
საგანმანათლებლო პროცესში მშობლების აქტიური ჩართვა დისტანციური სწავლების პროცესში მშობლების ჩართულობის კუთხით არსებული დაბრკოლებები ცხადად გამოჩნდა. ნათელი გახდა, რომ ცალკეულ მათგანს ნაკლებად ჰქონდა უნარები ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში დასახმარებლად.მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობლების ან/და ოჯახის წევრების როლი საგანმანათლებლო პროცესში ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერის მიმართულებით, რამაც, მათი მხრიდან, დამატებითი დროითი რესურსი და შრომა მოითხოვა.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა და CRIA-სპროცესში აღმოჩენილი სხვა პრობლემური საკითხებისა, კვლევაში მონაწილე მასწავლებელთა ნაწილმა მიუთითა, რომ ძირითად შემთხვევებში, სწავლების დისტანციურ მოდელზე გადასვლამ საგანმანათლებლო პროცესში მშობლების ჩართულობის ხარისხი აამაღლა. მეტიც, მშობლებმა უკეთ დაინახეს ბავშვების საჭიროებები, მათი შესაძლებლობები (განსაკუთრებით სსსმ ბავშვების შემთხვევაში), თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში ჩართვის მნიშვნელობა და დახვეწეს საკუთარი უნარებიც.
საგანმანათლებლო პროცესებში მშობელთა აქტიური ჩართვის პარალელურად, მშობლებსა და სკოლებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის კომპონენტი გაძლიერდა. ტექნიკასთან და ინტერნეტთან დაკავშირებული უნარების გაუმჯობესება-დისტანციურმა სწავლებამ ხელი შეუწყო მასწავლებლებს, მნიშვნელოვნად დაეხვეწათ ტექნიკასთან და ინტერნეტთან დაკავშირებული უნარები და ამ მიმართულებით აქტიურად ემუშავათ საკუთარ თავზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...