მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება და ისიც ცნობილია, რომ მე-12 კლასელებისთვის საგაკვეთილო პროცესი 20 მაისს სრულდება და ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, რა უნდა დაუტოვონ ბავშვებმა სამახსოვროდ საყვარელ დამრიგებლებს. ამ საკითხს მოსწავლეებში იუმორის გარეშე არ ჩაუვლია და Etaloni.ge-ც რამდენიმე სახალისო კომენტარს გთავაზობთ.
მოსწავლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკუთარი ნიშნების ჩუქება ურიგო არ იქნება, სხვები ოქროს საწმისს ჰპირდებიან. მე-12 კლასელების გარკვეული კატეგორია მიიჩნევს, რომ 100%-იანი გრანტი ეროვნულებზე, უსაყვარლესი მასწავლებლებისთვის საუკეთესო საჩუქარია, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ სკოლის დამთავრებით დამრიგებელს მთავარს - თავისუფლებას ჩუქნიან.
თუმცა ყველაზე მეტი მომხრე მაინც დამრიგებლისთვის ნერვების ჩუქებას ჰყავს - „ვაჩუქოთ ნერვები, ამაზე უკეთესს ვერაფერს ვუსახსოვრებთ“ - აღნიშნავენ მე-12 კლასელები სოციალურ ქსელში და იმასაც დასძენენ, რომ თანახმა არიან, დამრიგებელს პერანგი უსახსოვონ წარწერით - წლის ბოლოს ჩვენ გავიცინეთ!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა