სიახლეები
სიახლეები

გრანტის გარეშე დარჩენილი სტუდენტების ნაწილი 1000 ლარით დაფინინანსდება - დეტალები
03-05-2022
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა სტუდენტთა დაფინანსება როგორც აკრედიტებულ სასწავლებლებში (მათ შორის საზღვარგარეთ), ასევე პროფესიულ კოლეჯებში.

სწავლის საფასურის თანადაფინანსება განისაზღვრა თითოეულ სტუდენტზე 1000 (ერთი ათასი) ლარამდე არაუმეტეს სწავლის წლიური საფასურის 50%-მდე; აღსანიშნავია, რომ დახმარება ერთჯერადად (კალენდარულ წელში ერთხელ, ერთი სასწავლო წლისთვის) გაეწევა სტუდენტს (25 წლამდე), რომელიც არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით, არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:

დედით ან/და მამით  ობოლი; მარჩენალდაკარგული სტუდენტი.

შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი – სტუდენტი (მკვეთრად, მნიშვნელოვად გამოხატული ხარისხი).

სტუდენტი მრავალშვილიანი ოჯახებიდან (4 ან მეტი შვილი 25 წლამდე).

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით.

სტუდენტებს იმ ოჯახებიდან, რომელ ოჯახშიც არის სამი ან მეტი სტუდენტი(დაფინანსებას მიიღებს ერთერთი სტუდენტი ოჯახიდან).

სტუდენტი, რომლის მშობელი ან|და მშობლებიც წარმოადგენენ შშმ პირებს (მკვეთრად გამოხატული სტატუსი).

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე სტუდენტი მაქსიმალური ასაკის ზღვარი 27 წლამდე.  

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.წერილობითი განცხადება (ბენეფიციარი, ბენეფიციარის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);

ბ.განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ. ცნობა აკრედიტებული  სასწავლებლიდან მასზე სახელმწიფო დაფინანსების  არ არსებობის, სასწავლო კურსის,  თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;

დ. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტების შემთხვევაში მშობელ(ებ)ის გარდაცვალების მოწმობა(ები), სტუდენტის დაბადების მოწმობა .

„ბ: ქვეპუნქტის შემთხვევაში  შშმ შესაბამისი სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი; 

„გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი(4 ან მეტი ბავშვის დაბადების მოწმობებების ასლები, მშობლების პირადობის მოწმობების ასლები და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის და კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ).

ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად  მითითებული იქნება ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის  წერილობითი აქტი სოციალური მდგომარეობის შესახებ.

ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი 3 ან მეტი ბავშვის დაბადების მოწმობებების ასლები,მშობლების პირადობის მოწმობების ასლები და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის და კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ.სამივე ან მეტი ბავშვის სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამავე მუხლის „ვ“ ქვემუხლის შემთხვევაში მშობლის| მშობლების შშმ სტატუსის დამდასტურებელი ცნობა.

„ზ” ქვემუხლის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ.

თ’’ კოლეჯის შემთხვევაში წარმოსადგენია ცნობა სწავლების შესახებ და საბანკო რეკვიზიტები. ასევე ცნობა-აქტი (დასტური) გაცემული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის და ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლის მიერ კოლეჯში სწავლების შესახებ.

ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული სასწავლებლის  საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება