სიახლეები
ინტერვიუ

„მოსწავლეებზე ამ ტესტირებებმა კარგად იმოქმედა“,- ლელა მიქაძე, რუსთავის N23 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი
29-04-2022
-
+


izrune.ge-ს პრიორიტეტი მოსწავლე და მისი განვითარებაა. ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნა პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავია. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.

სწორედ ასეთი პედაგოგია ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი ლელა მიქაძე. ის უკვე 28 წელია, რაც მასწავლებელია. მისი კლასი izrune.ge-ში წელს ჩაერთო. მის კლასში სულ 28 მოსწავლე.
 
- რამდენი ხანია, რაც izrune.ge-ში ჩაერთეთ?

- მე პირველი კლასის მოსწავლეები მყავს და „იზრუნეში“ წელს ჩავერთეთ. წელს მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 
თავიდან, ტესტებს რომ გადახედეს, მშობლებმა თქვეს, ძალიან რთულია და ბავშვები ვერ დაძლევენო, მაგრამ მე ვუთხრი, რომ არაფერი არ იყო რთული, მოსწავლეებს უნდა ეშრომათ. მართლაც, მშობლების ჩარევის გარეშე, თვითონ ასრულებენ ტესტებს და ინტერესს იჩენენ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ტესტირებას თავს ნორმალურად ართმევენ.

- ტესტირებისთვის მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თვითონ იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?

- „იზრუნეს“ მენეჯერი ყოველთვის საქმის კურსში მამყოფებს და შემდეგ მშობლებს მე ვაგებინებ, რომ ტესტის დღეა.

- არის რომელიმე საკითხი რისი შესრულებაც მოსწავლეებს უიჭირთ ან უმარტივდებათ?

- ერთადერთი, რაც მათ დაბრკოლება შეიძლება შეუქმნას, დაუკვირვებლობაა, მეტი არაფერი. მეც მიგზავნიან კითხვებს და იქ რთული არაფერია, მოსწავლეებიც მონდომებული არიან.

- რაც ტესტირებაში ჩართული ხართ, ამ დროის განმავლობაში, მოსწავლეებთან წარმატება მოიპოვეთ, რა არის თქვენი მიზანი, რასაც გინდათ, რომ ახლა მიაღწიოთ?

- ახლა ჩვენ ტექსტის ანალიზზე ვმუშაობთ და იგივე მეორდება „იზრუნეს“ ტესტებშიც. ვფიქრობ, რომ, ამ საკითხში, კარგ შედეგს მივაღწევ, ტესტირების პარალელურად.

- მშობლები რამდენად დაინტერესებული არიან ტესტების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- მშობლები ტესტირების პროცესს ყურადღებას აქცევენ და დაინტერესებულები არიან. მიგზავნიან ხოლმე ვიდეოებს, თვითონაც როგორ გულშემატკივრობენ შვილებს. ისინი ზრუნავენ, რომ ბავშვები ყურადღებით იყვნენ, პასუხების გაცემის პროცესში კი არანაირად არ ერევიან.
თავიდან ვატყობდი, რომ მშობლები ბავშვებს შენიშნვებს აძლევდნენ, შემდეგ დავწერე, რომ 90-95 ქულაზე მათ არ უნდა გაბრაზებოდნენ. მოსწავლეებმა ოქროს დიპლომიც კი აიღეს და მშობლებს ვუთხარი, რომ შვილები პირიქით უნდა შეექოთ და არ გაბრაზებოდნენ.

- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო მოსწავლეებს ისედაც არ უწევთ ბევრ აქტივობაში მონაწილეობა?

- როდესაც დისტანციურ რეჟიმზე ვიყავით, „იზრუნეს“ ტესტებს მოსწავლეები მაშინაც ასრულებდნენ. პროცესს ძალიან დიდი გულისყურით ეკიდებოდნენ. მოსწავლეებზე ამ ტესტირებებმა კარგად იმოქმედა. ეს ტესტები ბავშვის განვითარებაზე ძალიან კარგ გავლენას მოახდენს. იქ არის ისეთი საკითხები, რომლებიც ყოველდღიური და საყოფაცხოვრებოცაა, მაგალითად საათის ცნობა. მე პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება