სიახლეები
სამასწავლებლო

„სკოლის ლიდერები ყოველთვის ვცდილობთ ყველა მასწავლებელს პროფესიული წინსვლის შანსი მივცეთ“-წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა
29-04-2022
-
+


განათლების სისტემამ ბოლო წლებში არაერთი ცვლილება განიცადა, რომლებიც პირველ რიგში საჯარო სკოლების დირექტორებზე აისახა. სიახლეებს შორისაა სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, სამედიცინო კაბინეტების მოწყობა და კიდევ მრავალი სხვა. მიმდინარე თუ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ყოველთვის საინტერესოა წარმატებული სკოლების ხელმძღვანელების მოსაზრებები; სწორედ ამიტომ, etaloni.ge ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავას დაუკავშირდა.

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?

- სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ვფიქრობთ, ერთი ორად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა უფლებების დაცვას, მათ სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობას.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?

- ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში უკვე 5 წელია ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, გვყავს ექიმი. ამ გადასახედიდან დღეს ყოვლად წარმოუდგენლად მიმაჩნია სკოლა პირველადი დახმარების გამწევი სამედიცინო ოთახის გარეშე. სკოლის ექიმი პანდემიის პირობებში, სადამრიგებლო კლასებში გაწერილი გრაფიკით საუბრებს ატარებდა და ატარებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რამაც პანდემიის პერიოდში. მეტად საშური დახმარება გაგვიწია. არაერთი სასკოლო პროექტი განვახორციელეთ სკოლის ექიმის დახმარებით. ვინაიდან სკოლაში 800-მდე ბავშვი სწავლობს, 60-მდე თანამშრომელი გვყავს. ფიქრობთ, მომავალი წლიდან ექთნის დამატებასაც. ხშირად სკოლის ექიმის ორგანიზებითაც ეწყობა სასკოლო სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით სკოლის დასუფთავება.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- ვფიქრობ, ცვლილება მოაწესრიგებს სკოლაში მოსწავლეთა გამოცხადების საკითხს. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრ მშობელს ბოლომდე გათავისებული არა აქვს სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის ვალდებულება, არც ის რომ მშობლის მჭიდრო კომუნიკაცია სკოლასთან საკმაოდ ზრდის მოსწავლის აკადემიურ შედეგს. სწავლების პროცესში მოსწავლეთა სკოლაში გამოუცხადებლობის უმთავრესი მიზეზი მაინც მშობელთა ემიგრაციაში ყოფნაა. ვფიქრობთ, ეს ცვლილება შეეხება მოსწავლის მეურვეებსაც, უფრო კონტროლი გაუწიონ ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობას.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინ სწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- მსოფლიო პანდემიამ განსაკუთრებით განათლების სისტემა დააზიანა, მოსწავლეთა არათანაბარ პირობებში ყოფნამ (ვგულისხმობ კომპიუტერის, ინტერნეტის არ ქონას) კიდევ უფრო გაამძაფრა მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენილობა. ვფიქრობთ, სკოლებმა უნდა ჩაატარონ პირველ რიგში სადიაგნოსტიკო წერები, უნდა გამოვკვეთოთ სისტემაში არსებული პრობლემები, გავიგოთ სად ვართ და ამის შესაბამისად დავგეგმოთ აქტივობები (დამატებითი გაკვეთილები და მრავალფეროვანი პროექტული სწავლებანი, რათა უზრუნველყოფილი იქნა თითოეული მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული სწავლება).

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესში ცვლილებები უნდა შევიდეს. რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- მივესალმები მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალ წესს. სკოლის ლიდერები ყოველთვის ვცდილობდით და ვცდილობთ ყველა მასწავლებლისათვის მიგვეცა შანსი პროფესიული წინსვლისა, თუმცა ვფიქრობ, ახალი წესი მასწავლებელთა წინსვლისათვის უფრო ობიექტურად შემფასებელი იქნება.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

მასწავლებელთა გამოცდაზე მოსული კიდევ ერთი საგნის ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება