სიახლეები
სიახლეები

მოსწავლეს, თუ წლიურ 5 ქულას მიიღებს, სხვა სკოლაში გადასვლა მოუწევს
12-06-2022
-
+


სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და წლიური ქულების საკითხიც აქტუალური ხდება როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა უმრავლესობისთვის თითოეული საგნის წლიური ქულის ბარიერი 5,0 ქულაა. თითოეული კლასის მოსწავლემ, რომელიც ჟურნალში განმსაზღვრელი ნიშნით ფასდება, 5,0 და მეტი შეფასება უნდა მიიღოს, თუმცა არსებობს სკოლები, სადაც მოსწავლეებს აღნიშნული ქულა კლასს ვერ დააძლევინებს.

კერძო სკოლებს, ასევე ერთი ან რამდენიმე საგნის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლებს უფლება აქვთ, დაადგინონ გაძლიერებული საგნის/საგნების დაძლევის განსხვავებული ბარიერი, მთავარია, რომ მინიმალური ზღვარი 5,0 ქულაზე ნაკლები არ იყოს, თუმცა ბარიერად შესაძლოა იმაზე მეტი ქულა დაწესდეს, ვიდრე ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს.

იმ კერძო ან საჯარო სკოლის, სადაც კლასიდან კლასში გადასასვლელად განსხვავებული ბარიერი დაწესდება, მოსწავლე ვალდებულია, დააკმაყოფილოს საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო კლასში ვერ გადავა და სკოლიდან გადასვლა მოუწევს.

აღნიშნული გამონაკლისის შემთხვევებში, თუ მოსწავლე ვერ გადალახავს კერძო სკოლების და გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლების მიერ დადგენილ ბარიერს,  მაგრამ დაძლევს ესგ-ს მიხედვით დადგენილ მინიმალურ ზღვარს (5,0), უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლის მომდევნო კლასში.

იხილეთ ასევე: წლიური ქულის გამოანგარიშების წესი - როგორ შეფასდება წლის ბოლოს მოსწავლე, რომელიც სკოლას შეიცვლის?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება