მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე ეროვნულ კონკურსთან დაკავშირებით 18, 25 და 31 მარტს მუსიკის მასწავლებლებს სთავაზობს საინფორმაციო შეხვედრებსა და მასტერკლასებს.
მონაწილეებს შეხვდებიან და კონკურსთან დაკავშირებულ ინფორმაციას გააცნობენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ედიშერაშვილი (18 მარტი), საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე ლიანა ჭონიშვილი (25, 31 მარტი). შეგახსენებთ, რომ წელს, ისევე, როგორც შარშან, კონკურსში მონაწილეობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისათვის აღინიშნება 0,5 კრედიტქულით.
შეხვედრებზე მუსიკის მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ, დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ მოყვარულთა, სამუსიკო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საგუნდო კოლექტივებთან მუშაობის პროცესში. სამივე მასტერკლასში მონაწილეობისა და შესაბამისი რეფლექსიის საფუძველზე მასწავლებელი ასევე მიიღებს 0,5 კრედიტქულას.
მასტერკლასების განრიგი:
მისამართი: სანაპიროს ქ. N4, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შენობა, იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს (შესასვლელი გვერდითა მხრიდან)
მისამართი: ბარნოვის ქ. N54, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი (N 53 საჯარო სკოლის მახლობლად)
მისამართი: ფალიაშვილის ქ. N42, N57 საჯარო სკოლის შენობაში (ფალიაშვილისა და არაყიშვილის ქუჩების კუთხე)
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა წამოთქვეს ლექსები, იმღერეს ინგლისურ და გერმანულ ენებზე