სიახლეები
სიახლეები

„განათლების რეფორმის დამგეგმავებმა უნდა ჩაატარონ სიტუაციური ანალიზი“ - ბერიკა შუკაკიძე
11-05-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე განათლების რეფორმის შესახებ საუბრობს. მცირე ამონარიდს სტატიიდან Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ: 

„ნამდვილად არ იქნება აღმოჩენა, თუ ვიტყვით, რომ განათლების რეფორმის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ მის დაგეგმვაში გათვალისწინებული იქნება სასკოლო საზოგადოების (დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები) მოსაზრებები.

თუმცა, ეს მიდგომა ეფექტიანია, როცა სასკოლო საზოგადოება კვალიფიციურია და მაღალია მოლოდინი, რომ ცალკეული ჯგუფის კონტრიბუცია დასაბუთებული და პროგრესული იქნება. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საპირისპირო შემთხვევაში, განათლების რეფორმის დამგეგმავებმა აუცილებლად უნდა ჩაატარონ სიტუაციის საფუძვლიანი ანალიზი და, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პარალელურად, გაითვალისწინონ ადგილობრივი კულტურული კონტექსტი.

დასკვნის სახით, აღვნიშნავთ, რომ განათლების რეფორმა მუდმივად განახლებადი და დაუსრულებელი პროცესია. ის შედგება ეტაპობრივად შესასრულებელი აქტივობებისა და ამ აქტივობებით მიღებული შედეგებისაგან. ჩვენ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ განათლების სისტემა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განვითარების ხედვას უნდა დაექვემდებაროს. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს დაქვემდებარება, განათლების სისტემის რეფორმირების შედეგად, ქვეყანაში კვალიფიციური და კრეატიული ადამიანების ზრდის კვალობაზე, ორმხრივი პროცესით შეიცვლება. ან, უკეთ რომ ვთქვათ, განათლების სისტემას შეეძლება არა მარტო პოლიტიკური ელიტის დაკვეთის ეფექტურად შესრულება, არამედ ქვეყნის (ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული) განვითარებისათვის ახალი იდეების გენერირება.

ჩვენი აზრით, განათლების რეფორმის პრაქტიკაში განხორციელება მაღალი სოციოეკონომიკური ტიპის სკოლის შექმნის იდეას უნდა დაეფუძნოს“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება