სიახლეები
სიახლეები

საჯარო სკოლებში განახლებული პროგრამები დაინერგება და პედაგოგები გადამზადდებიან
03-05-2022
-
+


მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით სკოლების სასწავლო გარემო გაუმჯობესდება - „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის“ (I2Q Project) პროექტი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, პროექტის ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების კომპონენტებში გათვალისწინებულია აქტივობები საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს პირველი მცდელობაა, ქვეყანაში შეიქმნას ეროვნული სტანდარტი, რომელიც დაეფუძნება კონკრეტულ საგანმანათლებლო მოთხოვნებს და მორგებული იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. ახალი სტანდარტი მოაწესრიგებს როგორც არქიტექტურულ/სამშენებლო საკითხებს, ასევე განსაზღვრავს სასკოლო სავალდებულო სივრცეებს, ასევე სავალდებულო და სარეკომენდაციო მოთხოვნებს.

სტანდარტები მორგებული იქნება სასკოლო ინფრასტრუქტურის ეროვნულ საჭიროებებზე და დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. სტანდარტებში გაანალიზებული იქნება ყველა სამუშაო, რომელიც საერთაშორისო დონორების ჩართულობით დღემდე ჩატარებულა საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება უსაფრთხოებას, სანიტარიას და ჰიგიენას, ავეჯის სპეციფიკაციებს, ენერგოეფექტურობას, სამშენებლო მასალების უსაფრთხოებას/ხარისხს, ელექტრობას, გათბობას, ვენტილაციას, გამწვანებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. საკლასო ოთახების დაგეგმარება და მათში ავეჯის განლაგება მორგებული იქნება სწავლების სხვადასხვა მეთოდის თავისებურებებზე. სტანდარტებზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია, უკვე მზადაა ჩარჩო-დოკუმენტი. სამუშაო ვერსიებს I2Q პროექტის გუნდთან ერთად განიხილავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მისი სტრუქტურული დანაყოფები. შიდა სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია სტანდარტების განხილვა სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, კომპეტენტური აზრის გასათვალისწინებლად, რადგან სტანდარტი განკუთვნილია ეროვნულ დონეზე სამუშაოდ.

ამ ახალი სტანდარტების შესაბამისად, I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 18-მდე სამოდელო სკოლის მშენებლობა. სკოლები შეირჩა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით, წინასწარ განსაზღვრული და შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით. მათ შორის - მაღალმთიანი დასახლებები, გამყოფ ხაზთან მდებარე რაიონები, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიები და სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები. სამოდელო სკოლების საპროექტო სამუშაოებს განახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. დიზაინის და არქიტექტურული სამუშაოების დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს ახალ კონცეფციასაც, რომელიც გულისხმობს სასკოლო მზაობისა და დაწყებითი საფეხურის დაკავშირებას როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად. სამოდელო სკოლები ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეფექტურად ინტეგრირების კონცეფციის პოლოტირების მიზნით, ასევე შერჩეულია 150 სკოლა, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, ხოლო I2Q პროექტის ფარგლებში განხორციელდება უშუალოდ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობები, კერძოდ, დაინერგება განახლებული და გაუმჯობესებული სასკოლო მზაობის პროგრამები. ახალი პროგრამების ეფექტურად განხორციელების მიზნით გადამზადდებიან პედაგოგები, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფები აღიჭურვება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებით, ავეჯითა და ტექნიკით. სკოლების შესარჩევად, I2Q პროექტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით წინასწარ ჩატარდა კვლევა და გამოვლინდა საჭიროებები. პრიორიტეტი მიენიჭა ადგილებს, სადაც არ არის საბავშვო ბაღები, ან არსებული ბაღები გადატვირთულია აღსაზრდელთა რაოდენობით, ან მოშორებითაა, ასევე, უპირატესობა მიენიჭა მაღალმთიან დასახლებებს და ბავშვთა მზარდ ნაკადს.

I2Q პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია 60 სკოლის რეაბილიტაცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. 60-ვე სკოლისთვის მიმდინარეობს დიზაინების მომზადების პროცესი, რომელიც მიმიდნარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით I2Q პროექტი დიდ წვლილს შეიტანს სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მათ მდგრად განვითარებას.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

მასწავლებლების საყურადღებოდ - ახალი სასწავლო წლიდან სამინისტრო 100 პროექტს შეარჩევს

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

პიროვნება

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება