მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.
„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
აღსანიშნავია, რომ მოხისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან