„რატომ გვიყვარს იაკობი?“ - კვირიკეს N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, მაია ქათამაძემ მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა
03-05-2022
დაკოპირებულია
-
+
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, მე-2 კლასის პედაგოგმა, მაია ქათამაძემ დედაენის დღესთან დაკავშირებით გაკვეთილი თემაზე - „რატომ გვიყვარს იაკობი“ ჩაატარა.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე, მეტად საინტერესო კედლის გაზეთებიც დაამზადეს.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.