მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგები მოსწავლეების ცოდნის დონის შესაფასებლად წლის განმავლობაში განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას იყენებენ.
I-IV კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება, V კლასის მეორე სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით კი როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი. მოსწავლე ათქულიანი სისტემით უნდა შეფასდეს, ყველაზე დაბალი ქულა, რომელიც შესაფასებლად დაშვებულია, არის 1, ყველაზე მაღალი კი - 10.
V-XII კლასის თითოეული საგნის პედაგოგმა წლის ბოლოს მოსწავლეები განმსაზღვრელი ნიშნით უნდა შეაფასოს, თუმცა არსებობს გამონაკლისი საგნები, სადაც მოსწავლეები ქულებით არ შეფასდებიან და არც მასწავლებელს მოუწევს მათთვის წლიური ქულის გამოთვლა.
უფრო კონკრეტულად კი, V-XII კლასებში სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე შეფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა. აღნიშნული საგნის მასწავლებლები განმსაზღვრელ ნიშნებს არ დაწერენ. გარდა ამისა, საფეხურის ქულის გამოთვლისას ასევე არ იანგარიშება დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა