სიახლეები
სკოლები

„სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარება ბავშვების ცოდნის დონის შეფასებისათვის საჭიროა“- ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი
04-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორს, ზოია ნაზარიანს დაუკავშირდა.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- განვლილი პერიოდი ჩვენი სკოლისთვის იყო ძალიან კარგი, მაღალი აკადემიური მოსწრებით.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- მე ჰიბრიდულ მოდელის მოწინააღმდეგე ვარ და ვფიქრობ, ბავშვი გაკვეთილს სკოლაში უნდა დაესწროს.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარება ბავშვების ცოდნის დონის შეფასებისათვის საჭიროა.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში?

- სკოლაში და სასწავლო პროცესში ზოგიერთი კლასის წიგნებს შევცვლიდი.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ?

- ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად დანერგილი სადიაგნოსტიკო ტესტირების პროგრამა მომწონს, რადგან ვფიქრობ ეს ბავშვის სწავლისადმი ყურადღებას ამაღლებს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება