სიახლეები
სკოლები

რატომ არის ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია მოსწავლეებისთვის საუკეთესო?
06-05-2022
-
+


ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ამოსავალი წერტილი მოსწავლეზე ორიენტირებული, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული სასწავლო გარემოს შექმნაა.

ამჟამად, კერძო სკოლებში 27 აპრილიდან 10 ივლისის ჩათვლით პირველკასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში პატარების მიღებას და მათთან შეხვედრას განსაკუთრებით ელიან.

პირველკლასელებს გიმნაზიაში თანამედროვე ტექნოლოგიებთან და კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურასთან ერთად სულიერად ამაღლებული სამყარო დახვდებათ. სკოლის თითოეული თანამშრომლის მთავარი მოწოდებაა ქვეყანას განათლებულ თაობასთან ერთად ღირსეული მომავალიც აღუზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზია კერძო პროფილისაა და საჯარო სკოლების პროგრამებით ვერ სარგებლობენ, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსისა და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის დამსახურებით მოსწავლეები არამხოლოდ ბუკებითა და სახელმძღვანელოებით, არამედ უმაღლესი დონის პლანშეტებით უზრუნველყოფილნი იქნებიან.

როგორც გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა პირველკლასელებს სკოლაში ჭკვიანი დაფები დახვდებათ და თითოეულ პატარას ტრანსპორტი მოემსახურება.

- „უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი სამშობლო ძალიან პატარაა, ამ დროთა ჟამს გაუძლო და ასეთი ლამაზი მოვიდა დღემდე მხოლოდ ერთი რამის გამო, ეს იყო - რწმენა, ღვთის სიყვარული და თავდადება. ჩვენთან სწორედ ასეთი სწავლებაა - ბავშვები რელიგიასა და საღვთო სჯულს შეიმეცნებენ, რაც მომავალ თაობას ღვთის სიყვარულში, ეკლესიურ ცხოვრებაში განამტკიცებს და რითაც გვექნება გარანტი, რომ გვეყოლება ახალგაზრდობა, რომლებიც ამ ფასეულობებზე აღიზრდებიან; შედეგად მივიღებთ მამულისათვის თავდადებულ და რწმენით განმსჭვალულ ახალგაზრდობას. მოგეხსენებათ, მსოფლიოში ძალიან ბევრი ცვლილებები მიდის, თუ ღვთის რწმენა და სიყვარული არ იქნება მომავალ თაობას ამ შემოტევებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება.

სარწმუნოებისა და რწმენის გარდა ჩვენთან ასევე ისწავლება, ძველი ქართული. მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევაა, რომ ქართველებმა ძველი ქართული იცოდნენ. ამიტომ, მოსწავლეებს ნუსხურსა და ასომთავრულს ვასწავლით. ამავე დროს ისწავლება გალობა და ხალხური სიმღერები.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით ინფრასტრუქტურა გვაქვს თანამედროვე - მათ შორის არის „ჭკვიანი დაფები“, რომლებიც სრულად ანდროიდ სისტემისაა. თითოეულ, თორმეტივე კლასში „ჭკვიანი დაფები“ გვაქვს შეტანილი. ასევე, გვაქვს მაღალი დონის სპორტული საფეხბურთო მოედანი, რომელიც მეუფემ ბავშვებს გაუკეთა. ახლა კი, აკეთებთ ღია სცენას, რათა მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოამჟღავნონ.

მოგეხსენებათ, კერძო სკოლებს არ აქვთ საშუალება ისარგებლონ სახელმწიფო უფასო პროგრამით, ბუკებითა და სახელმძღვანელოებით, მაგრამ უშუალოდ მეუფის კურთხევითა და ფინანსური დახმარებით ჩვენს მოსწავლეებს, პირველკლასელებს არათუ ბუკები და სახელმძღვანელოები, არამედ მაღალი დონის პლანშეტები ეძლევათ. და რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებს ტრანსპორტი ემსახურება.

ჩვენს წარმატებაზე შედეგები მეტყველებს. მინდა წინა წლები გავიხსენო, როდესაც გიმნაზიის მოსწავლე „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი იყო, ასევე მეთერთმეტე კლასელი „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“. მე-12 კლასში თხუთმეტი მოსწავლიდან 7 ოქროს მედლის კანდიდატია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა პედაგოგების პროფესიონალიზმსა და მაღალკვალიფიციურობაზე მეტყველებს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თითოეულ მათგანს ამ თავდადებისა და შრომისათვის მადლობა გადავუხადო.

პირველკასელებთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი ტრადიცია, როდესაც მე-12 კლასელები სიმბოლურად პატარა აღსაზრდელებს აცნობენ გარემოს, რომელშიც სექტემბრიდან უნდა შემოვიდნენ ჩვენი მოსწავლეები. მეუფის ინიციატივითა და კურთხევით პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ.

ასევე, მინდა მეუფე მელქისედეკს მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და ღვაწლისათვის, რასაც გიმნაზიისთვის აკეთებს. აღვნიშნავ იმასაც, რომ გიმნაზიაში მომუშავე კადრების ხელფასები საჯარო სკოლების ანაზღაურებას გაუთანაბრდა და ბავშვებს ყველა ის კომფორტი და მეტიც კი შევუქმენით, რაც სხვაგან არის“, - ამბობს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე ცერცვაძე.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება