„ო, ენავ ჩემო...“ - ფოთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია გამართეს
04-05-2022
დაკოპირებულია
-
+
ფოთის N12 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, 14 აპრილს დედაენის დღეს, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მუსიკალურ - ლიტერატურული კომპოზიცია „ო, ენავ ჩემო...“ წარადგინეს.
ხელმძღვანელი კი ამალია იოსელიანი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.