ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ჟურნალი - „ზღვარი“ შექმნეს
04-05-2022
დაკოპირებულია
-
+
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუდამ აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა: თამარ ჩინჩალაძემ, ნინო გოგალაძემ, ნინი ხარაზიშვილმა და გოგა ხარაზიშვილმა სასკოლო ჟურნალი „ზღვარი“ შექმნეს, რომელიც სკოლაში ტრადიციად დამკვიდრდება.
პროექტს ისტორია-სამოქალაქოს პედაგოგი მაია ნოზაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია ჯიბლაძე ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო ჟურნალის შექმნაში მოსწავლეები ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.