სიახლეები
სკოლები

იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორგანიზებული მსვლელობა მოაწყვეს
04-05-2022
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, იხტილის საჯარო სკოლაში, საგნებთან ერთად, მოსწავლეები ტოლერანტობასა და ჰუმანიზმს სწავლობენ; ისინი აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ისტორიაში.

ამჯერად, იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სომეხთა გენოციდის დღესთან დაკავშირებით, ორგანიზებული მსვლელობა მოაწყვეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

1915 წლის 24 აპრილს, ოსმალეთის პოლიციამ დაახლოებით 250 სომეხი ინტელექტუალი დააპატიმრა კონსტანტინოპოლში. „წითელი კვირის“ სახელით ცნობილ დღეს დაიწყო მრავალწლიანი კამპანია სომხების წინააღმდეგ. მოკლულთა რიცხვი მთავარი სადავო საკითხია, თუმცა ყველაზე ხშირად გამოყენებული დათვლით, ის 600 000-დან 1,5 მილიონამდეა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება