სიახლეები
ინტერვიუ

„ბავშვს რომ ასწავლო, უდიდესი პასუხისმგებლობაა - ყველაზე მაღალი ხელფასი მათ უნდა ჰქონდეთ “ - ზაალ სულაკაური
12-06-2018
-
+


მხატვარი-კარიკატურისტი ზაალ სულაკაური და მისი ტყუპისცალი ძმა, მხატვარი ზურა სულაკაური, ერთმანეთს ისე გვანან, სკოლის პერიოდში, მასწავლებლებს მათი ერთმანეთისგან გარჩევა უჭირდათ. საგნებს ინაწილებდნენ და ასე სწავლობდნენ, რადგან ერთმანეთის მაგივრადაც გადიოდნენ მოსაყოლად.

ზაალ სულაკაურს პირველი ორიანი ხატვის მასწავლებელმა დაუწერა. ახლაც ახსოვს, ის განცდები და უსამართლობა, რასაც სკოლაში პედაგოგებისგან აწყდებოდა. ამიტომ, მასწავლებლებს ურჩევს, ბავშვებს მოეფერონ და ცუდი ნიშნები არ დაუწერონ.

ზაალ სულაკაური სკოლის პერიოდზე და მაშინდელ განცდებზე მოგვიყვა. 

- ორ სკოლაში ვისწავლე. ჩვენს დროს ნული კლასი იყო. ჰოდა, ნულ კლასში და მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა მიგვიყვანეს 55-ე სკოლაში. მესამე კლასამდე იქ ვისწავლეთ და მერე 54-ე სკოლაში გადავედით. ნულ კლასში ჩვენი მასწავლებელი იყო თუში ქალი, ლია ითიურიძე. ძალიან მაგარი ქალია! ახლაც, როცა ვხვდებით, ძალიან თბილად მომიკითხავს ხოლმე. მე და ჩემს ძმას ჩვენს მაშინდელ კლასელებთან ურთიერთობა ახლაც გვაქვს. ერთი ახლა უკვე ცნობილი პიროვნება სწავლობდა ჩვენთან ერთად - მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ზაზა იაქაშვილი. ბავშვობაში ვერც კი ვატყობდი, ასე დიდი კაცი თუ გაიზრდებოდა.

54-ე სკოლაში რომ გადავედით, იქ იყო „ა“, „ბ“ და „გ“ კლასები. ჯერ „ბ“-ში ვსწავლობდით და მერე „ა“-ში გადავედით. ამ სკოლაში გადასვლის მიზეზი, დაწყებითის მასწავლებელი, მარო მაჩხანელი იყო, რომელზეც ყველა გიჟდებოდა და ამიტომაც გადაგვიყვანეს მასთან. მე და ჩემმა ძმამ კი მისი შეყვარებაც ვერ მოვასწარით, რომ გარდაიცვალა. გაგიჟდნენ ბავშვები. ჩვენ კი არ ვიცოდით, უნდა გვეტირა თუ რა უნდა გვექნა... დაწყებითი კლასების მერე, „ა“ კლასში იმიტომ გადავედით, რომ დამრიგებელი კაცი იყო - ისტორიის მასწავლებელი გენადი. სულ მეგონა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ მამაკაცი მასწავლებელი უკეთესია.

- ხატვის ნიჭი თავიდანვე გქონდათ?

- დიახ, მეც და ჩემს ძმასაც ბავშვობიდანვე გვეტყობოდა, რომ მხატვრები გავხდებოდით. სკოლამდელ ასაკამდეც სულ ვხატავდით. ხატვის მეტი არაფერი გვაინტერესებდა. მთელმა სკოლამ იცოდა, რომ ზალიკო და ზურიკო ხატავდნენ. ყველა ამბობდა, ეს სულაკაურები მხატვრები გახდებიან და ვიამაყებთო. მართლაც ასეა - ამაყობენ ჩვენით! რამდენიმე დღის წინ, ერთ ჩვენს კლასელს დედა გარდაეცვალა. სკოლასთან ცხოვრობს. მე ცოტა ადრე მივედი, რომ სკოლაში შემერბინა. შევაჭერი იმ კაბინეტში, სადაც ჩემს კლასს უტარდებოდა გაკვეთილები. მასწავლებელსაც და ბავშვებსაც გაუხარდათ ჩემი დანახვა. ვუთხარი, იცით, ამ ოთახში ვსწავლობდი და ამ ადგილას ვიჯექი-მეთქი. ის ბავშვი, რომელიც იმ ადგილას ზის, უბედნიერესი იყო. იმ მერხზე ჩემ გვერდით იჯდა ერთი ლამაზი გოგონა, რომელიც ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე იყო - ნინო ხოფერია. ხუთოსანი იყო, უჭკვიანესი...

მაშინ სასწავლო ნაწილის გამგე იყო ციცო წერეთელი, ულამაზესი ქალბატონი. მათემატიკას გვასწავლიდა. გამომიძახა ერთხელ, ვიფიქრე, რაღაც განტოლება უნდა ამომეხსნა, მაგრამ მითხრა, მიდი ახლა, დაფაზე დამხატეო. დავხატე. მითხრა, 5-იანი უნდა დამეწერა შენთვის, მაგრამ 4-ს დაგიწერ, ეს რა ბებერი დამხატეო. კარიკატურა დავხატე და... 

ბიოლოგიას მასწავლიდა მწერალ რეზო მიშველაძის მეუღლე. ბატონი რეზო და მამაჩემი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და კარგად ვიცნობდი. ბავშვებმა კი რეზო კი არა, მგონი ნოდარ დუმბაძეც არ იცოდნენ... ჰოდა, როცა ქალბატონი ნათელა უნდა შემოსულიყო კლასში, რეზოს ვხატავდი ხოლმე დაფაზე. შემოვიდოდა, შეხედავდა დაფას და მეტყოდა, სულაკაური, გამოდი, წამიშალე რეზო! ასე ვერთობოდი. 

- ტყუპი ძმები ერთმანეთის მაგივრადაც ხომ არ ყვებოდით გაკვეთილებს? 

- რა თქმა უნდა! თუ ექვსი გაკვეთილი გვქონდა სასწავლი, სამს მე ვსწავლობდი, სამს - ზურიკო. როცა გამოგვიძახებდნენ, ზალიკო ზურიკო ხდებოდა და პირიქით. ვერავინ გვარჩევდა ერთმანეთისგან. ხანდახან კი ორივეს გვეძახდნენ და მაშინ ვიჭრებოდით. ისედაც შეეძლოთ გარჩევა - ჩემს ძმას ნიკაპქვეშ ხალი აქვს. მე კი ცაცია ვარ და შეეძლოთ ეთქვათ, აბა დაფაზე დაწერე შენი სახელიო. მაშინვე გავიყიდებოდი, მაგრამ ამას ვერ ამუღამებდნენ მასწავლებლები. არ ვიკლავდი სწავლით თავს. აინშტაინიც სამოსანი იყო და მერე რა?! მთავარია, მიზანი გქონდეს. მე რომ მესწავლა, ვიღა დახატავდა?! 


- ხატვის მასწავლებელი როგორ გახსოვთ?

- ხატვის მასწავლებელს ჩემთვის, ფაქტობრივად, არაფერი უსწავლებია. მეტყოდა ხოლმე, სულაკაური, გამოდი დაფასთან, დახაზე ან დახატეო. არასოდეს არაფერი აუხსნია, ასე დახატეო. მე კი ვხაზავდი ან ვხატავდი იმას, რაც სხვა ბავშვებს უნდა გაეკეთებინათ. ასე რომ, ხატვის მასწავლებელს ჩემთვის სტიმული არ მოუცია.

დაწყებით კლასში, 55-ე სკოლაში კი ხატვას გვასწავლიდა ვინმე ჭიჭიკო. 2-იანი დამიწერა ერთხელ ჭიჭიკომ და ეს ჩემი პირველი 2-იანი იყო. შრომის თემა უნდა დაგვეხატა და მეჩაიეები დავხატე. კომპოზიცია იყო ასეთი - მთავარი გმირი იყო ერთი მეჩაიე და მის უკან, აქეთ-იქით კიდევ ორი მეჩაიე და ჩაის ბუჩქები ჩანდა. ხატვის ენაზე რომ ავხსნა, ეს იყო სამკუთხედი, შესანიშნავი კომპოზიცია. ჩემ გვერდით იჯდა ერთი გოგო. მე რაც დავხატე, გადაიხატა თუ მე დავუხატე, აღარ მახსოვს, მაგრამ ჩემზე წინ მიურბენინა მასწავლებელს და 5-იანი მიიღო. მე კი 2-იანი დამიწერა, გადაიხატეო. თუნდაც გადამეხატა, ხომ კარგად გადავიხატე?! 

ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში რომ ვაბარებდით, 2-იანები დაგვიწერეს მე და ჩემს ძმას, რადგან მაშინ ყველაფერი ჩაწყობით ხდებოდა. მერე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარეთ მე და ჩემმა ძმამ, 5-იანები მივიღეთ იმავე წელს. ბავშვისთვის მომაკვდინებელია, როცა, რაც გეკუთვნის, იმას არ გიწერენ. ახლა თუნდაც ყველა ნახატში 2-იანი დამიწერონ, სულ არ მანაღვლებს, მაგრამ ბავშვი როცა ხარ, ძალიან გტკივა. ბავშვს მოფერება უნდა, რომ სტიმული მიეცეს. მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს კარგი, მოსიყვარულე ადამიანი. თუ მასწავლებელი გიყვარს, ჩათვალე, რომ ის საგანიც გიყვარს. მიყვარს ისტორია, რადგან მიყვარდა გენადი მასწავლებელი. ვერ ვიტან ქიმიას, რადგან ქიმიის მასწავლებელი შიშის ზარს სცემდა ბავშვებს. შიშის გამო კი სწავლობდნენ ბავშვები, მაგრამ ვერც ერთი ჩემი კლასელი დღემდე ვერ იტანს ქიმიას. მე პროფესიით კერამიკოსი ვარ და ამ სფეროში 80% ქიმიაა. ამის გამო კერამიკას არ გავყევი. სულ ის მასწავლებელი მახსენდება. ამიტომ არ შეიძლება სკოლაში შიშის ზარის დამცემი მასწავლებლები დაიარებოდნენ.

- კიდევ რა შენიშვნა ან რჩევა გაქვთ განათლების სისტემისთვის?

- ყველაზე მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს. ვინ არიან პოლიტიკოსები, ათასობით ლარს რომ იღებენ ჩემი და ჩემნაირი მშრომელების ხარჯზე?! ბავშვს რომ ასწავლო, უდიდესი პასუხისმგებლობაა! მერე, ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგე და მოეფერო, ათასნაირ მშობელს უნდა გაუძლო, რომლებსაც თავიანთი ჩურჩუტი შვილი სუპერვარსკვლავი ჰგონიათ. ხელფასი კი იმდენი აქვთ მასწავლებლებს, რომ ნერვების დასაწყვეტად არ ღირს. თუ გინდა, სახელმწიფო ფეხზე იდგეს და საწყალი ავადმყოფივით არ იყოს, როგორც ახლა გამოიყურება, მასწავლებლებს და ექიმებს უნდა მივხედოთ, მათ უნდა ჰქონდეთ ყველაზე მაღალი ხელფასები!

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება