მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც მასწავლებლის მომზადებასა და პროფესიაში შესვლას უფრო მცირე დროში ითვალისწინებს. რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ცვლილებები, ამის შესახებ კომიტეტის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა არაერთხელ ისაუბრა, თუმცა არსებობს საკითხი, რომელსაც ყურადღება უდავოდ უნდა მიექცეს:
პედაგოგების ნაწილი მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ კომპეტენციის დადასტურების მიუხედავად, სკოლაში დასაქმებას ვერ ახერხებს, ახლა კი, როდესაც მასწავლებლობა უფრო მარტივდება, ხომ არ მივიღებთ მხოლოდ სკოლების მიღმა დარჩენილ პროფესიონალებს?
ამ კითხვით Etaloni.ge-მ გიორგი ამილახვარს მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანაში პროფესიონალი კადრის არა სიჭარბე, არამედ დეფიციტია, განსაკუთრებით steam საგნების მიმართულებით:
არ არის სწორი ინფორმაცია, თითქოს სკოლაში ვერ საქმდებიან მასწავლებლები... პირიქით, კვალიფიციური, სტატუსიანი მასწავლებლების დეფიციტი გვაქვს, განსაკუთრებით „სტემის“ საგნებში; ამჟამად არსებული 60-კრედიტიანი პროგრამები არ ფარავს ყველა მიმართულებას, ამ ცვლილებით კი ისწავლიან მეთოდიკასაც და ექნებათ უფლება, იყვნენ კონკრეტული საგნის მასწავლებლებიც. მაგალითად, ადამიანი იქნება ფიზიკოსი და იმავდროულად, ფიზიკის მასწავლებელი - სწორედ მსგავსი დანაკლისების შესავსებად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
იხილეთ ასევე:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა