მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის საინტერესოდ აღნიშნავენ.
შესაბამისად, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, რომელიც 23 აპრილს აღინიშნება.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით ეს დღე წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდა და ტრადიციულად აღნიშნავს ბევრი საგანმანათლებლო და არა მარტო საგანმანათლებლო ორგანიზაცია. მათ შორის, ივანდიდის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ნინო უგულავას ინიციატივით, ყოველ წელს აღინიშნება ეს დღე და აქცია ეწყობა, რომლის მიზანი წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა.
არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი და ნინო მასწავლებელმა და მისმა მეორე კლასის მოსწავლეებმა აქციამდე - „აჩუქე წიგნი“ წიგნები თავადვე შექმნეს და ერთმანეთში გაცვალეს.
მოსწავლეებმა დაინახეს თუ რამდენი შრომა სჭირდება სანამ წიგნი მკითხველამდე მიაღწევს. „თუ ოდესმე ჩემს წიგნს გავყიდი ძალიან ძვირს დავაფასებ“- თქვა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
აქციის დასასრულს მოსწავლეები მომდევნო აქტივობაზეც შეთანხმდნენ, ჯერ თვითონ წაიკითხავენ ნაჩუქარ წიგნებს და შემდეგ ერთმანეთს ურჩევენ, თუ რატომ უნდა წაიკითხონ ისინი და გაცვალონ შემდგომში.
„მადლობა განხორციელებული საინტერესო და ამავდროულად საჭირო აქტივობისთვის ნინო მასწავლებელს და მის საუკეთესო მეორეკლასელებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მნიშვნელოვანია, ბავშვებმა შეიყვარინ და იკითხონ წიგნები