მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სასკოლო პროექტის - „სუფთა გარემო ჩემი უფლებაა, დაცვა-ჩემი მოვალეობა“ ნაწილია, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შემაჯამებელი ღონისძიებით დაასრულეს.
ღონისძიებაზე მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა პედაგოგების - მარეხი დიდებაშვილის, თამარ კიკილაშვილის და თამარ ჩოლაგაურის ხელმძღვანელობით, საკუთარი ნამუშევრები: ნახატები, პოსტერები, ბუკლეტები გამოფინეს.
მეორე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მონტაჟი - „დედამიწა შველას ითხოვს“. მოსწავლეები ასევე მშობლებთან ერთად სკოლის ეზოს დასუფთავებაში მონაწილეობდნენ.
პროექტის -„გადავარჩინოთ ერთი ხე“ ფარგლებში გომბორის საჯარო სკოლაში ძველი ქაღალდის შეგროვება ისევ გრძელდება, რაც სასკოლო საზოგადოებას ბიბლიოთეკისთვის ახალი წიგნების შეძენის საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...