სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს მოტივაციას უზრდის“- ქარელის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
05-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

4 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქარელელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 67 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ქარელის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 6 მაისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ირმა ხარაზიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები მოხარულები იყვნენ. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს მოტივაციას უზრდის. მიღწეული წარმატება ერთგვარი აღიარებაცაა. გამარჯვებულებს უხარიათ და დანარჩენები იმ განწყობით არიან, რომ შემდეგში წარმატება თვითონაც მოიპოვონ. ღირსეული პროექტია და მხოლოდ მივესალმები. ჩემი სკოლიდან მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში ადრეც მონაწილეობდნენ - სისტემატიურად ერთვებიან იმის მიუხედავად, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, წელსაც კარგი შედეგი აჩვენეს.

ნელი მექვაბიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ძალიან მოგვწონს, ამ პროექტს მივესალმებით. ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული და მომავალშიც ასე იქნება. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენი რომელიმე მოსწავლე ქარელის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდება. ადრე ასეთი მოსწავლე - ნოდარ გოგალაძე გვყავდა. ამ პროექტის ძალიან მადლობლები ვართ. მოსწავლეები ცდილობენ, რომ ცოდნა გაიღრმაონ. როცა „ეტალონის“ ჩემპიონატისთვის ემზადებიან, გადმოიღებენ ხოლმე წიგნებს, სადაც სხვადასხვა თემატიკის კითხვა და ინფორმაციაა განთავსებული და ეცნობიან. ძალიან მომწონს, რომ კითხვები საგნობრივადაა დალაგებული. სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატის საკითხს წლებია თავად ვკურირებ. ონლაინ ტესტირებამ კარგად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ჩაიარა. აქტიურად ვაკონტროლებდი იყვნენ თუ არა ბავშვები შემოსულები.

ცირა შუბითიძე-მჭედლიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები ტესტირებაში მობილური ტელეფონების საშუალებით ჩაერთნენ. პროცესის მიმდინარეობისას არავითარი შეფერხება არ ყოფილა - მოსწავლეები ხალისით მუშაობდნენ. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებს ეხმარება, ისინი, პირველ რიგში, ასეთი სახის მუშაობას ეჩვევიან, რაც შემდეგ უმაღლეს სასწავლებელშიც გამოადგებათ. მათ შესაბამისი უნარ-ჩვევებიც გამოუმუშავდებათ და ბევრ ინფორმაციასაც მიიღებენ. მოსწავლეებს შინაგანი მოტივაცია აქვთ და მონდომებულები არიან.

ალექსანდრე ავალიანი, ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა დროს ჩაერთნენ, არავითარი შეფერხება არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ ბავშვებს მოტივაციას აძლევს, ეხმარება, რომ განვითარდნენ. ასე ახალ ინფორმაციასაც იძენენ. არიან ისეთი მოსწავლეები, ვისაც სწავლა სწყურიათ, ისინი ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით დაინტერესებულები არიან. ჩვენი სკოლა „ეტალონში“ გასულ წლებშიც მონაწილებდა.

ლიანა ქოჩიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები ტესტირებისთვის ერთ საკლასო ოთახში შეიკრიბნენ, ერთი კომპიუტერით სარგებლობდნენ და ამიტომ ეტაპობრივად ასრულებდნენ, დამოუკიდებლად მუშაობდნენ. ჩვენც გვაინტერესებდა, როგორ გაართმევდნენ თავს და ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად კარგად შეძლეს ეს. ჩემი აზრით, ასეთი პროექტები უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს, ტელევიზიები უნდა აშუქებდნენ და რამდენჯერმე იმართებოდეს. ასე ბავშვები უფრო მეტად გააქტიურდებიან, რადგან ასეთ სასწავლო აქტივობებს მოკლებული არიან. მოსწავლეები „ეტალონში“ ხალისით ერთვებიან, მოსწონთ, უხარიათ. ამ პროექტს მხოლოდ მივესალმები.

ასევე იხილეთ:

ქარელის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია

ქარელელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

მანიფესტირებისას, პირველი რაც გვჭირდება, ნათელი მიზანია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა ან განზიდვა გვინდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

მანიფესტირებისას, პირველი რაც გვჭირდება, ნათელი მიზანია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა ან განზიდვა გვინდა

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

სიახლეები
საზოგადოება