მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-9ა და მე-8ა კლასების მოსწავლეები დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში ჩაერთნენ და წარმატებას მიაღწიეს.
კონურსი - „შეცვალე ჟანრი - შექმენი კომიქსი ანუ გრაფიკული წიგნი“ სახელმწიფო ენის დეპრტამენტის, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.
კონკურსზე მე-9ა კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის მოთხრობით „სარჩობელაზედ“, ხოლო მე-8ა კლასის მოსწავლეები მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვით“ წარსდგნენ.
მე-9ა კლასმა მარიამ კურტანიძის წინამძღოლობით, რესპუბლიკის მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა, მე-8ა კლასის მოსწავლეებმა: ქეთი ხარაიძემ, ანანო კიღურაძემ და ქეთი წერეთლმა კი ჟიურის რჩეულის ჯილდო მიიღეს.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„პირველ ადგილზე გასულებს გადაეცათ დიპლომები და 500 ლარიანი ვაუჩერი წარმატების აღსანიშნავად, ხოლო ჟიურის რჩეულებს დიპლომები და სასაჩუქრე ვაუჩერები სასურველი წიგნების შესაძენად.
პროექტების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნელი ბიწაძე სკოლის პედაგოგიურ გუნდთან ერთად უდიდესი სიამაყითა და სიყვარულით ულოცავს საამაყო მოსწავლეებს ასეთ დიდ წარმატებას და კიდევ ბევრი ახალი მწვერვალის დაპყრობას უსურვებს ცხოვრებაში“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო