სიახლეები
სკოლები

ორ სკოლას შორის დამეგობრების პროექტს ჩაეყარა საფუძველი - ქუთაისის N23 სკოლის მონაწილეობით წარმატებული სამუშაო შეხვედრა შედგა
05-05-2022
-
+


ქუთაისის N23 საჯარო სკოლა სიახლეებითა და წარმატებებით ყოველთვის გამოირჩევა. სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები ყოველთვის სასწავლო გარემოს მუდმივ გაუმჯობესებაზეა.

ამჯერად, 6 აპრილს ქუთაისი N23 საჯარო სკოლასა და „ნიუპორტის“ სკოლას შორის პირველი წარმატებული სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელიც ონლაინ ფორმატით გაიმართა. აღნიშნული შეხვედრით სკოლებს შორის დამეგობრების პროექტს საფუძველი ჩაეყარა და სამომავლო მყარი კავშირი გააძლიერა.

„ესწრებოდნენ „ნიუპორტი“- ქუთაისის ასოციაციის წევრები: ბატონი Colin Mason და ქალბატონი მაია ალავიძე. განსაკუთრებული მადლობა მათ, ამ ორ სკოლას შორის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის. ქალბატონი ნესტან სიხარულიძის თანადგომითა და მონდომებით საფუძველი ჩაეყარა „ნიუპორტის“ სკოლასთან დამეგობრების პროექტს და დღევანდელმა შეხვედრამ გაამყარა მომავალი კავშირი. 

უდიდესი მადლობა პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს, განსაკუთრებული მადლობა პრეზენტატორებს: ანა ცინაძეს, თაკო მჟავანაძეს, თეკლა ჩაფიძეს, მარიამ კოღუაშვილს, VII კლასის მოსწავლეებსა და ქალბატონ ნინო თორთლაძეს აქტიური მხარდაჭერისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:








კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება