მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები კომიტეტთან არსებული სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
როგორც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, ასევე თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილია, რომელმაც შეხვედრაზე ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში სასკოლო რესურსების გამოყენების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასკოლო რესურსი, მათ შორის, არაფორმალური განათლების, ხელმისაწვდომი იყოს მოსწავლეებისთვის და ასევე, მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ ეს რესურსები ეფექტიანად და მიზნობრივად გამოიყენონ საგაკვეთილო სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და შესრულებისას.
„ჩვენ არაერთი მიმართვა მოვისმინეთ საზოგადოების მხრიდან სახელმძღვანელოებთან, ლაბორატორიებთან, ციფრულ და საბიბლიოთეკო რესურსებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს სკოლებში არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თემატური მოკვლევა არ იქნება კონცენტრირებული მხოლოდ თბილისზე. თემატური მოკვლევის ჯგუფი ასევე რეგიონებშიც შეისწავლის სასკოლო გარემოს და არსებულ სასწავლო რესურსებს. თემატური მოკვლევის შემდეგ, ანალიზის საფუძველზე, დარგის ექსპერტებთან ერთად შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა