სიახლეები
სამასწავლებლო

„მომავალში, რაღაც ფორმით, განვლილი სასწავლო პროცესის კვლევა უნდა მოხდეს“- გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქორიძე
06-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად etaloni.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექტორს შორენა ქორიძეს დაუკავშირდა.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

- სასწავლო პროცესის მეტი ნაწილი გასულ წელთან შედარებით წელს საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა, ასევე გვიშტიბის საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, რაც გულისხმობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას.

სკოლა 2021-2022 სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა, ყველა სასწავლო დისციპლინაში შემუშავებული გვქონდა კურიკულუმები, რომელიც გათვლილია მთელ სასწავლო წელზე, გარდა ამისა სექტემბრიდან ყველა სასწავლო საგანში ხორციელდება კომპლექსური დავალებები, რომელთა მიმდინარეობას მონიტორინგს უწევს საგნის ექსპერტები. ასევე, სკოლაში ხორციელდება სხვადასხვა პროექტები.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- სწავლების ჰიბრიდული მოდელი ჩვენს სკოლას არ აურჩევია, თუმცა თუ პანდემია არ დასრულდება მისი დარჩენა მიზანშეწონილად მიმაჩნია.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- ვფიქრობ ეს ინოვაციაა და მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვებიან ამ პროცესში. გარდა ამისა, ვფიქრობ მომავალში რაღაც ფორმით უნდა მოხდეს განვლილი სასწავლო პროცესის კვლევა თუ მონიტორინგი, რომ მოსწავლესაც და მასწავლებელსაც ჰქონდეს მოტივაცია და იგრძნოს პასუხისმგებლობა.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- პანდემიის დაწყებამდე საბაზო და საშუალო საფეხურზე ვატარებდი შედეგებზე ორიენტირებულ წერებს, ანუ მოსწავლეს ვაძლევდი 30 საკითხს თითო საგანში; ამ საკითხებიდან პედაგოგები ადგენდნენ ღია და დახურულ ბოლოიან დავალებებს, ამით ვიკვლევდი სად იდგა როგორც თითოეული მოსწავლე, ასევე როგორ დონეზე იყო თითოეული საგნის მიღწევები. გარდა ამისა მოცემული საკითხების გადამეორებით და შესწავლით მოსწავლე იღრმავებდა ცოდნას. სადიაგნოსტიკო წერებიც ვფიქრობ მოსწავლეთა დაინტერესებას გამოიწვევს.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ?

- ინოვაცია იყო ონლაინ სწავლებასთან ერთად „ახალი სკოლის“ მოდელი, რომელიც ასევე ონლაინ მიმდინარეობდა; განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა ამ პროექტმა პანდემიის პერიოდში, როდესაც პედაგოგი საკლასო ოთახს მოსწყდა, შეწყდა პროფესიული დახელოვნებაც; ზუსტად ამ დროს, სკოლა ჩავრთე ამ პროექტში და ჩემს პედაგოგებს დისკომფორტი არ უგრძვნიათ. იზოლაციის და კარანტინის პირობებშიც ისინი კვალიფიკაციას იმაღლებდნენ და ეუფლებოდნენ სწავლა - სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, ისწავლეს საგნის კურიკულუმების შედგენა და 2021-2022 სასწავლო წელს მომზადებული შეხვდნენ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება