სიახლეები
ეტალონი

„წლიდან წლამდე მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდებიან ინტელექტ-ჩემპიონატს“ - ბორჯომში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
14-03-2018
-
+


ბორჯომის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ბორჯომის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე:

„ეტალონის“ შესარჩევი ტური ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ჩატარდა. მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო.  მე ორ სკოლაში ვესწრებოდი - ბორჯომის N6 და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. წესების მიხედვით და ორგანიზებულად ჩაიარა ტესტირებამ. მეორე ტურში გადასული მოსწავლეები უკვე ემზადებიან 16 მარტის ღონისძიებისთვის. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი მუნიციპალიტეტისვის. ბავშვები წლიდან წლამდე ელოდებიან ინტელექტ-ჩემპიონატს. ყველანი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტს და ძალია მოგვწონს. როგორც მოგეხსენებათ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია „ეტალონში“ გამარჯვებულ მოსწავლეს 1 წლის განმავლობაში სტიპენდიას უნიშნავს 150 ლარის ოდენობით. ეს წამახალისებელი აქცია დამატებითი მოტივაციაა მოსწავლეებისთვის.“

ბორჯომის რესურსცენტრის უფროსი იზოლდა ლომიძე:

„ეტალონის“ შესარჩევ ტურს მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ როგორც სკოლის ხელმძღვანელობა, ასევე მოსწავლეები. პროექტის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. ინტელექტ-ჩემპიონატი ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის მოტივაციის ამაღლებას. იგი წლების განმავლობაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. „ეტალონი“ ეროვნული ინტერსების გამომხატველია,  ეტალონი მამულიშვილურ საქმეს ემსახურება და მასში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის საპასუსხიმგებლოა, „ეტალონში“ მიღწეული წარმატება კი - ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი.“

დაბა წაღვერის საჯარო სკოლა დირექტორი ირინა ხელისუფალი:

„ეტალონში“ ჩართულობა როგორც შარშან, წელსაც მაქსიმალური იყო. აღსანიშნავია, რომ შარშან მონაწილეები ნაკლებად გაბედულები იყვნენ და კატეგორია „მამულიშვილს“ ირჩევდნენ. წელს კი სიტუაცია შეიცვალა - ყველამ „თამამი“ შემოხაზა. გარდა იმისა, რომ პროექტი მოსწავლეებს მოტივირებულს ხდის, ბავშვები უფრო გაბედულებიც არიან. ჩვენი სკოლიდან შემდეგ ეტაპზე ტურში 4 მოსწავლე გადავიდა. ყველაზე მაღალი ქულა 74 დაფიქსირდა. დიდ წარმატებებს ველოდებით მეორე ტურში, რომელიც 16 მარტს გაიმართება. ყოველთვის აქტიურად ვითანამშრომლებთ თქვენთან, რადგან თქვენი პროექტები მოსწავლეების, სკოლების პოპულარიზაციას ემსახურება.“

დაბა წაღვერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ხრიკაძე:

„ეტალონით“ ძალიან ბევრი მოსწავლეა დაინტერესებული. ბავშვებმა რომ გაიგეს ინტელექტ-ჩემპიონატი ტარდებოდა, ყველას დიდი სიხარული ეტყობოდა. შესარჩევი ტური ორგანიზებულად ჩავატარეთ, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით. ოთხი მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში და თითოეული მათგანი აქტიურად ემზადება, რომ წარმატებულად იასპარეზონ. ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშებისთვის, რადგან  ისინი მოტივირებულები ხდებიან, რომ მეტი წაიკითხონ, ცოდნა გაიღრმავონ.“

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება