სიახლეები
სამასწავლებლო

„სადიაგნოსტიკო ტესტირება მასწავლებლის თვითშეფასებისთვის კარგი საშუალებაა ​“- ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ობოლაძე
06-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად etaloni.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორს, ცისანა ობოლაძეს დაუკავშირდა.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- სასწავლო წელს სამივე რგოლი: მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ჯანმრთელად ვასრულებთ. სკოლის ყოველდღიური ცხოვრება: მხიარული, თანამშრომლობითი, აქტიური, უსაფრთხო და უკონფლიქტოა. ვფიქრობ, უპირველესი მიღწევა ეს არის.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- მიმაჩნია, რომ უნდა დარჩეს. ჩემს სკოლაშიც არის შემთხვევები, როცა მშობლები გასული არიან სამუშაოდ და 3 წლამდე ბავშვის მოსავლელად მოსწავლე იძულებულია სახლში დარჩეს. ის სკოლისგან და კლასელებისგან მოწყვეტილი არ უნდა იყოს. თუნდაც ბავშვთან ერთად მასწავლებლის და მეგობრების დანახვა მისთვის ბევრს ნიშნავს. ამავე დროს, თუ აუცილებელი გარემოება არ არის, სკოლაში უშუალო კონტაქტს მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებაში ალტერნატივა არ აქვს.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- ჩვენი სკოლა ყოველ შემოთავაზებაზე მე-4 და მე-6 კლასელების ტესტირებას (ე.წ. GCAT) ატარებდა . მიმაჩნია საჭიროდ, რადგან მასწავლებელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ სუბიექტურად აფასებს თავის მუშაობას (ამბობს, რომ მთელი ენერგია ჩადო გაკვეთილზე, ყველა მოსწავლემ გაიგო საკითხი, მაგრამ სახელმძღვანელოს გარედან შეტანილ საკითხს უმრავლესობა პასუხს ვერ სცემს. აქედან დასკვნა: მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად აზროვნება). სადიაგნოსტიკო ტესტირება კი კარგი საშუალებაა მასწავლებლის თვითშეფასებისთვის (და რა თქმა უნდა, სწავლების სტრატეგიების კორექტირებისთვის).

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- თითოეულ სკოლაში კონკურსის წესით 20 მასწავლებელზე ერთ მწვრთნელს (ე.წ. ქოუჩს) შევარჩევდი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (მას ექნებოდა უფლება გაკვეთილებზე დასწრების, მასწავლებლის საჭიროების დადგენის, ტრენინგების ჩატარების და მასწავლებლის შეფასების) დაევალებოდა. ცოტა მკაცრად გამომდის, მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ „ესწრებიან“ ტრენინგებს, მაგრამ პრაქტიკაში არანაირ გამოცდილებას არ ნერგავენ (მიაჩნიათ, რომ თავად უკეთ ასწავლიან, მაგრამ მოსწავლეთა აკადემიური შედეგები სხვას ამბობენ). აქ ბევრი სამსჯელოა იმაზე, სკოლამ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე და ა.შ.უნდა იზრუნოს, მაგრამ ეს იმდენ რამეს მოიცავს, ცალკე გამოყოფას საჭიროებს (ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა).

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ?

- მიმაჩნია, რომ ყველა სიახლე საჭიროებისთვის ინერგება თუმცა, საჭიროა ამ სიახლეების სკოლის სტრუქტურებთან სწორად მიტანა და მორგება სკოლის დირექტორის მიერ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება