სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ სიგელები რომ მიიღეს, ამან კიდევ უფრო გაახარათ“- ასპინძის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
06-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ასპინძელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

მადონა ივანიძე,
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ რამდენიმე წელია, რაც ჩართული ვართ და აქტიურად ვმონაწილეობთ. მოსწავლეები მეორე ეტაპზეც გადადიან ხოლმე. მონაწილეობა მათი მოტივაციისთვის ძალიან კარგია, ახალ გამოცდილებასაც იძენენ და ჩვენც, ყველა როგორც საგნის პედაგოგები, ასევე კლასების ხელმძღვანელები მონაწილეობისა და აქტიურობისკენ მოვუწოდებთ. ეს ყოველივე მათ სასწავლო გამოცდილებაზე აისახება. რა თქმა უნდა, წარმატებებიც გვაქვს და შესაბამისად, მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

დავით კობერიძე,  ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ შესანიშნავი პროექტია. ეს ახალი არ არის, წლებია გრძელდება და გაგრძელდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ! მასში მონაწილეობით მოსწავლეები ძალიან დაინტერესებული არიან, პროცესში მონდომებით ერთვებიან. ტესტირება სკოლაში გაიარეს. როდესაც ქულებს ხედავენ, გახარებულები არიან, ეს მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება. სიგელები რომ მიიღეს, ამან კიდევ უფრო გაახარა.

ლია სანდოძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირება ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და შემეცნებითი იყო. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ, თუ კიდევ უფრო ხშირად გაიმართება, უკეთესი იქნება. მოსწავლეები დაინტერესებულები და კმაყოფილები არიან. „ეტალონში“ მონაწილეობა მათ გონების განვითარებაში, მოტივაციის ამაღლებაში უწყობს ხელს. ტესტირების პროცესში არავითარი შეფერხება არ ყოფილა - ნამდვილად კარგი და მისაღები იყო.

მაგდანი ლაცაბიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მოსწავლეები ტელეფონებით ჩაერთნენ, ჩვენ კომპიუტერული ტექნიკა მოძველებული გავაქვს და ამიტომაც გახდა საჭირო მობილურებით სარგებლობა. პროცესი კარგად წარიმართა. „ეტალონი“ საინტერესო კონკურსია და ჩვენთვის ძალიან მისაღებია. მასში მონაწილეობას გასულ წლებშიც ვიღებდით და მომავალშიც აუცილებლად ჩავერთვებით, რადგან ძალიან საინტერესოა.

მაყვალა ჯვარიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებს ტესტირება ძალიან მოეწონათ, ერთადერთი რაც აღნიშნეს, ისრუვებდნენ რომ მოსაფიქრებლად ოდნავ მეტი დრო ჰქონოდათ. ამ ინტელექტ-ჩემპიონატს მხოლოდ მივესალმები. მასში წლებია, რაც ვმონაწილეობთ და მოსწავლეები წარმატებას აღწევენ. მათ „ეტალონი“ ყოველმხრივ განვითარებაში ეხმარებათ, რათა სისწრაფის უნარი გაიუმჯობესონ და მეტი შეძლონ. ამ გამოცდილებას ისინი მომავალშიც გაითვალისწინებენ და კიდევ უფრო განვითარდებიან.

იხილეთ: 

ასპინძის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია

ასპინძელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება