მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა აქტიურად ინერგება, შესაბამისად მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებას ხშირად ასრულებენ.
ამჯერად, IX კლასის მოსწავლეებმა დავალება გეოგრაფიაში მოამზადეს. მისი თემა კი იყო - სტიქიური ბუნებრივი მოვლენები აღმოსავლეთ საქართველოში. მოსწავლეებმა პოსტერი „ღვარცოფი მდინარე დურუჯზე“ შექმნეს.
მათ თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ინფორმაცია სხებსაც გააცნეს. ისინი აქტივობაში, მასწავლებელ ნონა კუჭავას ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა