მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მხოლოდ დააჩქარა ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვის პროცესი. არც ერთი სტუდენტი არ მიდის მოსკოვში სასწავლებლად, ისინი ყველა მიდიან სასწავლებლად ევროპის, ან ამერიკის უნივერსიტეტებში - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „Paris Match-თან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსული საფრთხეები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ ევროპულ ორიენტაციას, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა პოლიტიკური სისტემის და შიდა უსაფრთხოების განვითარებისთვის. რუსული ცდუნება არ არსებობს და ეს ძალიან კარგად ჩანს. ხალხი გამოხატავს უარყოფას: არც ერთი სტუდენტი არ მიდის მოსკოვში სასწავლებლად, ისინი ყველა მიდიან სასწავლებლად ევროპის, ან ამერიკის უნივერსიტეტებში და მთელი ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ლეგალურად თუ არალეგალურად მიდის სამუშაოდ საზღვარგარეთ, ირჩევს ევროპას ან ამერიკას, არავინ იყურება რუსეთისკენ.
რუსეთში მხოლოდ ის ქართველები დარჩნენ, ვინც იქ საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდნენ და დაბრუნებულთა რამდენიმე ტალღის მიუხედავად, განაგრძეს იქ ცხოვრება, რადგან იქ ოჯახები ჰყავთ და სამსახური აქვთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა