მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში რუსმა სამხედროებმა სოფლის სკოლის შენობა დაბომბეს, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები აფარებდნენ თავს.
წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 60 ადამიანი. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, 16:37 საათზე დასახლება ბელოგოროვკაზე რუსული სამხედროების თავდასხმის შედეგად სკოლის შენობასა და კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც სამაშველო სამუშაოები დაიწყო. ოცდაათი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
„ნანგრევებიდან 30 ადამიანია ევაკუირებული, რომელთაგან 7 დაჭრილია. სავარაუდოდ, შენობების ნანგრევებში დარჩენილი 60 ადამიანი დაიღუპა“,- განაცხადა სერგი გაიდაიმ.
მანამდე, დაბომბვის შედეგად, სოფლის კლუბის სარდაფი დაინგრა, რის შემდეგაც ბელოგოროვკის სკოლა ადგილობრივებისთვის ერთადერთი თავშესაფარი გახდა. სკოლის სარდაფს სოფლში დარჩენილი თითქმის მთელი მოსახლეობა - 90 ადამიანი აფარებდა თავს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა