20 მაისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ბორჯომის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ბორჯომის N4 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი ბერიძემ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ბორჯომელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.
გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“