სიახლეები
სკოლები

გაიცანით, თელავის N5 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე მარიამ ხოსროშვილი, რომელიც ამერიკაში გაცვლითი პროგრამით სწავლობს
10-05-2022
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მარიამ ხოსროშვილი, რომელიც FLEX-ის გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სწავლობს. მარიამ ხოსროშვილი როგორც სამაგალითო სწავლით, ასევე სპორტული და შემოქმედებითი მიღწევებით გამოირჩევა. 

„წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის მომავალს ქმნიან. მარიამ ხოსროშვილი - ეს სახელი და გვარი მხოლოდ წარმატებასთან ასოცირდება. ის ჩვენი სკოლის მეთერთმეტეკლასელია, ამჟამად FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამერიკულ სკოლაში სწავლობს. მარიამი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში, ფესტივალში, ოლიმპიადაში და წარმატებასაც აღწევდა.

ბავშვობიდან მისდევს სპორტს, არაერთი დიპლომი აქვს მოპოვებული ჩოგბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, მძლეოსნობაში. ბავშვობიდან მღერის და დღესაც აგრძელებს ფესტივალებში და კონკურსებში მონაწილეობას. წარმატებები აქვს სამეჯლისო ცეკვების რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებზე.

აქტიურადაა ჩართული მათემატიკის, ქართული ენის, ინგლისური ენის რესპუბლიკურ ოლიმპიადებში. არის წარმატებულ მოსწავლეთა კლუბის წევრი“,- ასე ახასიათებენ მარიამს სკოლაში. 

მარიამი საინტერესოდ გვიყვება ჩრდილოეთ კაროლინაში გატარებული დღეების შესახებ:

„ჩემი ბავშვობა არ ჰგავდა ჩვეულებრივი ბავშვის ცხოვრებას, რადგან ვიყავი ცნობისმოყვარე და მეოცნებე, ყოველთვის მქონდა სურვილი ახალ ადამიანებთან ურთიერთობისა და ახალი გარემოს შეცნობის. სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობისას გამოვირჩეოდი პატარა ბავშვისთვის უჩვეულო საქმიანი საქციელით, ჩემი თანატოლებისგან გამოვირჩეოდი, ასევე, ორგანიზატორული და ლიდერული უნარებით, ამის გამო მასწავლებლები ხუმრობით ბავშვების დირექტორსაც კი მეძახდნენ. წამოვიზარდე და გადავწყვიტე ბავშვობის ოცნებები ამესრულებინა. ამის საშუალება მომცა ისეთმა საინტერესო და რეალისტურმა პროგრამამ, როგორიც არის FLEX. პროგრამა დამეხმარა ჩემს საოცნებო ქვეყანაში, ამერიკაში, მოხვედრაში. ახლა უკვე რეალურად შევიგრძნობ და შევისწავლი ამერიკულ აზროვნებას, ვცხოვრობ ამ ქვეყნის შვილებთან ერთად, ვეცნობი მათ კულტურას და ვაცნობ ჩემსას. აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოვიყენებ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

I სემესტრში ჩემს ახალ სკოლაში რამდენიმე კლასში გავაკეთე პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, მეცვა ეროვნული ტანსაცმელი, შევასრულე ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, ჩემს ამერიკელ თანატოლებსაც ვასწავლე და ჩემთან ერთად ავაცეკვე, ვაჩუქე ქართული სუვენირები, ვასწავლე თავიანთი სახელების დაწერა ქართულად. ასევე, გავაკეთე ქართული ტრადიციული დესერტი გოზინაყი, რომელიც გავასინჯე ჩემს ამერიკულ ოჯახს, კოორდინატორს და სხვა ბავშვებს ევროპიდან და აზიიდან, ასევე, ვასწავლე, თუ როგორ უნდა მოამზადონ ეს დესერტი.

ჩოგბურთში გავხდი ინდივიდუალური სასკოლოთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული, გავედი რეგიონულ ჩემპიონატში და წარმატებით ვიასპარეზე. თექვსმეტიდან ოთხეულში მოხვედრის შემდეგ შტატების ჩემპიონატზე ამირჩიეს საუკეთესო მოთამაშედ შემოდგომის სეზონის გოგონათა ჩოგბურთის რეგიონულ ჩემპიონატზე ამერიკის შუააღმოსავლეთის რეგიონის მასშტაბით. რადგან გავხდი ამ ჩემპიონატის გამარჯვებული, ჩემი სახელი სამუდამოდ იქნება გამოკრული ჩემს ამერიკულ სკოლაში ჩოგბურთის კორტებზე.

24 თებერვალს, როდესაც რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა, თანაკლასელებს მოვუყევი 1992-1993 წლის აფხაზეთის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და 2014 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. მოვუყევი თუ როგორ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს.

გავხდი ეროვნული ღირსების საზოგადოების წევრი, რომელიც ამერიკის სკოლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აკადემიური ხასიათის შიდა ორგანიზაციაა.

სიხარულითა და სიამაყით გვავსებს მარიამ ხოსროშვილის წარმატებები, გვჯერა კვლავ ბევრჯერ გაგვახარებს და შორს გაიტანს ჩვენი ქვეყნის სახელს“,- აღნიშნავს მარიამ ხოსროშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება