მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მე-7 კლასში შთამბეჭდავი პროექტი - „ქართული დამწერლობის სათავეებთან“ განხორციელდა.
პროექტის ხელმძღვანელი სტუდენტ-პრაქტიკანტი მონიკა ჩოკორაია გახლავთ, ხოლო მენტორი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მთვარისა ფიფია.
მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო მასალები, ინფორმაციები ფესტოსის დისკოს, გრაკლიანის, დავათის სტელას, ბეთლემის მონასტრის ბოლნისის სიონისა და მრავალ სხვა არტეფაქტებზე, დაამზადეს პოსტერები.
პრეზენტატორებმა - გიორგი ქარდავამ, ლუკა ქარდავამ, ლიზი ჭანტურიამ, ჯინო შონიამ და დიტო აბრალავამ მსმენელს საინტერესოდ წარუდგინეს პოსტერები, რომლებმაც მათი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი რობერტ გელოვანი, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებს და წარმატებები უსურვა.
პედაგოგმა, მთვარისა ფიფიამ სტუდენტ- პრაქტიკანტი მონიკა ჩოკორაიას ინოვაციური მიდგომები, კრეატიულობა და მოსწავლეებთან ურთიერთობა აღნიშნა, რამაც პროექტის წარმატება და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა განაპირობა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს