მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N119 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ და სასწავლო რესურსებს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ.
ასეთი, მორიგი შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ N119 საჯარო სკოლელებს მუსიკაში, რომელსაც პედაგოგი ნინო ბახტაძე ხელმძღვანელობდა. პედაგოგმა მოსწავლეებს სასწავლო თემის შესწავლისას საინტერესო და სახალისო აქტივობა შესთავაზა, რომელშიც მისი მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ და შედეგიც სახეზეა.
„ოპერა რთული სინთეზირებული ჟანრია, რომელიც შეიცავს ხელოვნების სხვადასხვა დარგს - მუსიკას, პოეზიას, თეატრალურ დადგმასა და ფერწერა-დეკორაციას.
მასში, აგრეთვე, მოცემულია: ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის მრავალფეროვანი ჟანრები. ოპერის გაცნობის დასაწყისისათვის მივმართე ბავშვებისათვის ნაცნობ და ერთ-ერთ ყველაზე მარტივად და სახალისოდ აღსაქმელ ჟანრს - მარშს.
საოპერო ლიტერატურაში მრავალი ბრწყინვალე, ულამაზესი მარშის ნიმუშები არსებობს, მაგალითად როგორიცაა ტრიუმფალური მარში ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „აიდა“, ბავშვების გუნდი და მარში ჟორჟ ბიზეს ოპერიდან -„კარმენი“ და სხვა.
მაგრამ თავდაპირველად, ბავშვებს გავახსენე, ზოგადად, მარშის რიტმული და ხასიათობრივი მხარე მათთვის ნაცნობი მარშით სულ სხვა ჟანრიდან, როგორიცაა მოცარტის მე-11 ლა მაჟორული საკლავესინო სონატის მესამე ნაწილი - თურქულ მარში“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს