სიახლეები
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლაში პროექტი - „აქტიური მშობელი=წარმატებული სკოლა“ ხორციელდება
10-05-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში პროექტი სახელწოდებით - „აქტიური მშობელი=წარმატებული სკოლა“ ხორციელდება.

მოსწავლეები პროექტში აქტიურად არიან ჩართულები და თანმიმდევრულად გაწერილ აქტივობებს პედაგოგებთან ერთად ახორციელებენ.

სკოლაში არსებულმა ეკოსკოლა „ვარდისუბნის“ კომიტეტის წევრებმა, მშობლების ჩართულობით გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად დასუფთავების აქცია გამართეს.

„განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ მანანა ბახტურიძეს გვერდში დგომისთვის, მადლობა ეკოსკოლის აქტიურ მოსწავლეებს, უღრმესი მადლობა მშობლებს: მადონა კაპანაძეს, გულიკო ბერუაშვილს, ია ბერიაშვილს და სოფია შეყელაძეს, რომლებმაც აქტივობის დროს შეგროვილი ნარჩენები მიგვატანინეს ახლოს მდებარე ნაგვის ურნებთან.

მინდა გაგიზიაროთ, რომ სკოლის დირექტორთან, ქალბატონ მანანა ბახტურიძესტან შეთანხმებით, კლუბის კოორდინატორმა მასწავლებელმა, ხათუნი ასანიძემ სკოლის აქტიურ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად, 2021-22 სასწავლო წელს, პროექტის ფარგლებში დაამკვიდრეს ტრადიცია - ყოველი გიორგობის დღესასწაულის (გაზაფხულის და შემოდგომის) დადგომამდე წინა კვირაში, მშობლებთან ერთად ჩვენი სკოლის მოსწავლეები დაასუფთავებენ თემში არსებული სოფლების: მშვიდობიანის და თელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებს. ეს აქტივობა დამკვიდრდა ტრადიციად აღნიშნულ პროექტის ფარგლებში და ჩვენი სკოლის მომავალი თაობებიც გააგრძელებენ მშობელთა ჩართულობით. ეს დღე ძალიან ხალისიანი და შთამბეჭდავი იყო“, - წერია გავრცლებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია

ეროვნულებზე 100 პროცენტიანი საგრანტო ქულით გასულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

პიროვნება
სკოლები

ლექცია ბატონმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება