სიახლეები
სკოლები

„XIX-XX საუკუნის ქართველ შემოქმედთა ეპისტოლური მემკვიდრეობა“ - ღების საჯარო სკოლაში ლიტერატურული პროექტის წარდგენა გაიმართა
10-05-2022
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში 5 მაისს, ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებლის, შორენა ლობჯანიძის ხელმძღვანელობით, ლიტერატურული პროექტის - „XIX-XX საუკუნის ქართველ შემოქმედთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“, წარდგენა გაიმართა, რომელიც ღონისძიებით დასრულდა.

პროექტში VIII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ; ისინი მასწავლებელმა დაჰყო სამ ჯგუფად, პირველმა ჯგუფმა შეარჩია გალაკტიონ ტაბიძის ეპისტოლური მემკვიდრეობის კვლევა, მეორე ჯგუფი დაინტერესდა ილია ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის მიმოწერით, ხოლო მესამე ჯგუფი კი ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილებით.

პირველმა ჯგუფმა ორი პრეზენტაცია წარადგინა: 1. გალაკტიონისა და ოლღა ოკუჯავას წერილები; 2. გალაკტიონ ტაბიძისა და მისი დედის, მაკრინე ადეიშვილის მიმოწერა;

„ლიტერატურულ საღამოზე კი საკმაოდ ემოციურ ფორმატში შემოგვთავაზეს და გააჟღერეს გალაკტიონ ტაბიძისა და მისი მეუღლის, ოლღა ოკუჯავას ტრაგიკული ცხოვრების გამომხატველი წერილები.

ქართველ მწერალთა ცხოვრების უკეთ შესწავლის მიზნით, მოსწავლეებმა აწარმოეს XIX- XX საუკუნის მათთვის ცნობილი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ეპისტოლური მემკვიდროების კვლევა. ისინი ღრმად ჩასწვდნენ მათთვის საყვარელი პოეტის ფიქრებსა და ოცნებებს, მისწრაფებებსა და დასახულ მიზნებს,დააკვირდნენ მის შეხედულებებსა და ურთიერთობებს, შეისწავლეს და შეაფასეს გალაკტიონის დამოკიდებულება პიროვნებისა თუ საზოგადოების მიმართ და ამით სრულყვეს წარმოდგენა მათი კვლევის ობიექტების რეალურ ყოფა-ცხოვრებაზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია

ეროვნულებზე 100 პროცენტიანი საგრანტო ქულით გასულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

პიროვნება
სკოლები

ლექცია ბატონმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება