მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ანანო სხილაძეს (VIII კლასი), თამუნა ბოგვერაძეს (VIII კლასი), ნინო კოჩაძეს (VIII კლასი), ამირან სხილაძეს (VIII კლასი), ქეთევან ნიკაჭაძეს (IX კლასი), ელენე შერგელაშვილს (IX კლასი) და მაია კოჩაძეს (IX კლასი) „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ზესტაფონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა