სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის  მოსწავლეები ბოლნისის მუზეუმს ესტუმრნენ
10-05-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლის დირექცია, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაშიც.

სავანეთის საჯარო სკოლის  მოსწავლეები ბოლნისის მუზეუმს ესტუმრნენ; გასვლით ღონისძიებას კი ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი, ლამზირა ოსეფაშვილი. 

„აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი,  ქალბატონი ინგა მიქელაძე დაინტერესებულია მოსწავლეთა ჩართულობით სხვადასხვა აქტივობაში, სოციალურ თუ სასკოლო პროექტებში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს  ექსპონატები, ისტორიული რელიქვიები, მოისმინეს გიდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

ეს გახლდათ საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც  მიზნად ისახავდა გაკვეთილზე ნასწავლი მასალის განმტკიცებას. საგანმანათლებლო პროექტს კი თავისი ეტაპები ჰქონდა:

1.ანკეტირება/ინტერვიუ

შევადგინეთ კითხვარი, სადაც მოსწავლეებს უნდა გაეცათ  პასუხი კითხვაზე: რამდენად ფლობენ ცოდნას კულტურული მრავალფეროვნების შესახებ, ჰყავთ თუ არა სხვა ეროვნების მეგობარი, რა ტრადიციებს იცნობენ, რა შეუძლიათ თქვან საქართველოში, კერძოდ, ქვემო ქართლში მცხოვრები სხვადასხვა ერების შესახებ  და ასე შემდეგ.

ამ აქტივობის განხორციელების შემდეგ, მეორე აქტივობა იყო პრეზენტაციების მომზადება თემაზე: „ჩემი კულტურული მრავალფეროვნება“.

მოსწავლეებს მიეცათ  ინსტრუქცია, დაესათაურებინათ პროექტი, დაეწერათ ტექსტი,  წარმოედგინათ კულტურული მრავალფეროვნების შესახებ  მასალები,  ტრადიციები, მოეძიებინათ სურათები, გაეკთებინათ ჩანაწერები/ლექსები, სამუშაოს შესასრუელბლად კი დრო 2 კვირა ჰქონდათ.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს მოხალისეებმა, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა. 2 კვირაში წარადგინეს მასალები, გააფორმეს ჩანახატებით, ჩანაწერებით, ახსნეს რა იყო მათი შემოქმედების მთავარი მიზანი.

მესამე ეტაპი გახლდათ გასვლა ბოლნისის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც მრავალი მასალაა შემონახული, ცალკე კუთხე აქვს დათმობილი გერმანელთა ჩამოსახლებას  ბოლნისში. მოსწავლეებს მოეწონათ ნანახი და გაკვეთილზე დაწერეს შთაბეჭდილებები.

ასეთი გასვლითი გაკვეთილები შემეცნებითი ხასიათისაა და  ბავშვების აკადემიურ მიღწევებს აუმჯობესებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც სკოლის წარმომადგენელმა, ლამზირა ოსეფაშვილმა მოგვაწოდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება