სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სათნოების სახლს ესტუმრნენ და ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს
10-05-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ მოსწავლეები საგნებთან ერთად, ტოლერანტობას, ჰუმანურობას, თანადგომასა და სიყვარულს სწავლობენ.

სავანეთის საჯარო სკოლის  VIII-XII კლასების მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ლამზირა ოსეფაშვილის ინიციატივით, სკოლის დირექტორთან - ინგა მიქელაძესა და მშობელთან - შალალა ასკაროვასთან ერთად, ეწვივნენ ბოლნისის სათნოების სახლს,  სადაც ცხოვრობენ მოხუცები.

გასვლითი პროექტგაკვეთილი  მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორიცაა პასუხისმგებლობა, პატივისვემა, ზრუნვა, თავაზიანობა, დახმარება, პრობლემების მართვა, გადაწყვეტა, კონფლიქტების მოგვარება, თანამშრომლობა და ა. შ.

მოსწავლეებთან ერთად შეირჩა გასვლითი ღონისძების ადგილი... ბავშვებმა შეაგროვეს ტანსაცმელი, ტკბილეული, საჭირო მედიკამენტები; სათნოების სახლში მისულებმა, წაიკითხეს ლექსები, თბილი სიტყვებით მიუალერსეს მოხუცებს,  რომლებმაც გაიხსენეს იუმორისტული ეპიზოდები საკუთარი ცხოვრებიდან.

„სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაა დღეს გონიერი თაობა, მისი წევრები გამოირჩევიან მაღალი პოლიტიკური აქტივობით,  ხაზს უსვამენ სახელმწიფოს მიერ საზოგადოებისთვის სამსახურის აუცილებლობას, სიკეთის კეთებას, სასარგებლო პროდუქტის შექმნას.

სხვაზე ზრუნვის სურვილი იშვიათთა ხვედრია, უნდა იზრუნო, რომ მიხვდე, რას განიცდის შენს ახლოს მყოფი ადამიანი, შესაძლებელია ერთი ტკბილი სიტყვითაც  კი გააბედნიერო იგი.

მეორე დღეს მოსწავლეებმა დაწერეს შთაბეჭდილებები, საკუთარი განცდები ფურცელზე გადაიტანეს და ეს ერთ-ერთი საინტერესო  დღე სასკოლო ცხოვრებაში“, - აღნიშნულია ინფრომაციაში, რომელიც სკოლის წარმომადგენელმა, ლამზირა ოსეფაშვილმა მოგვაწოდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია

ეროვნულებზე 100 პროცენტიანი საგრანტო ქულით გასულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

პიროვნება
სკოლები

ლექცია ბატონმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...